logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: 2018 წლის არჩევნებზე 1 მლნ 150 ათასმა ადამიანმა დააფიქსირა, რომ ნაცმოძრაობა არის ბოროტება
ირაკლი კობახიძე: 2018 წლის არჩევნებზე 1 მლნ 150 ათასმა ადამიანმა დააფიქსირა, რომ ნაცმოძრაობა არის ბოროტება
14:30 13.11.2019

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ, კოლეგებს 2010 წელს მიღებული კონსტიტუციის მიზანი შეახსენა.

"ნაცმოძრაობის ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ განემტკიცებინათ სააკაშვილის ჭარბი, ავტორიტარული, თითქმის ტოტალიტარული ძალაუფლება გაეხანგრძლივებინათ უკვე პრემიერის რანგში. ჩვენ ეს პროავტორიტარული კონსტიტუცია შევცვალეთ ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე დემოკრატიული კონსტიტუციით, თუმცა იქაც კი არ მოინდომა ოპოზიციამ მხარდაჭერა. ეს მათ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს", - განაცხადა მომხსენებელმა. მისი თქმით, ქართული ოცნება ნაცმოძრაობას დაჰპირდა არა პროპორციულ სისტემას, არამედ მძიმე მარცხს პროპორციული სისტემის პირობებში.


"აქედან გამომდინარე, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ისინი არათუ ვერ ასცდნენ 27 მანდატს, არამედ მიიღონ ამაზე ბევრად ნაკლები. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს შემდეგი ერთი წლის განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


რაც შეეხება პროპორციულ სისტემაზე ხალხის მხარდაჭერას, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით ჩატარებულია 2 სოციოლოგიური კვლევა. "დაახლოებით 40% მყარად უჭერს მხარს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, 40% ამბობს, რომ მაჟორიტარული სისტემა არის უფრო მისაღები, ხოლო 20 % ვერ ერკვევა ამ საკითხში და ვერ აყალიბებს თავის პოზიციას. ეს არის საზოგადოების განწყობა, რაზეც მიუთითებს კვლევები. შესაბამისად, არავის ვურჩევდი, ისაუბროს საზოგადოების სახელით, მით უმეტეს ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს. გუშინ აქ ნაცმოძრაობის წარმომადგენელი საუბრობდა საზოგადოების სახელით. ეს არის ის საზოგადოება, რომელმაც გამოგიცხადათ, რომ თქვენ ხართ ბოროტები. ჩვენ 2018 წელს საზოგადოებას შევთავაზეთ ასეთი მესიჯი: თუ თქვენ თვლით, რომ ნაცები არიან ბოროტება, არა ნაცებს, არა ბოროტებას, მაშინ მოდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენი არჩევანი და 1 მლნ 150 ათასმა ადამიანმა დააფიქსირა, რომ ნაცმოძრაობა არის ბოროტება"- მიმართა ოპოზიციას ირაკლი კობახიძემ.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა