logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 პარლამენტის წევრებმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი უნდა დაუჭირონ
პარლამენტის წევრებმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი უნდა დაუჭირონ
14:21 13.11.2019
საქართველოს პარლამენტმა დღეს, 13 ნოემბერს პირველი მოსმენით კენჭი უნდა უყაროს 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ კანონპროექტს. 12 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების ნაწილის მიზანი კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვის დაბრკოლება და ხელოვნურად ჩიხში მოქცევაა. 12 ნოემბრის პლენარული სხდომის დაწყებისთანავე მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან შეინიშნებოდა სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის მცდელობები, არაეთიკური გამონათქვამები, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. მოგვიანებით, როდესაც საარჩევნო სისტემის ცვლილების მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული პროექტის განხილვა დაიწყო, აღმოჩნდა, რომ ცვლილებას ეწინააღმდეგებიან ის მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც თავად არიან ამ კანონპროექტის ინიციატორები.
პარალელური (შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული) საარჩევნო სისტემის შეცვლა პროპორციული სისტემით დემოკრატიული განვითარების კუთხით ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი დაკვეთაა. ივნისის თვეში მასშტაბურ აქციებზე საზოგადოების მხრიდან პროპორციული არჩევნების მოთხოვნის პასუხად, მმართველმა პარტიამ და მისმა თავმჯდომარემ ეს დაპირება საზოგადოებას 24 ივნისს საჯაროდ მისცა. მას შემდეგ, მმართველი პარტიის 93-მა დეპუტატმა პარლამენტში შეიტანა შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტი, რომელმაც გასულ თვეებში შესაბამისი პროცედურები გაიარა, მათ შორის - საერთო სახალხო განხილვები. ამ პროცესის განმავლობაში, იმ მაჟორიტარ დეპუტატებს, ვინც დღეს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას ეწინააღმდეგება, არცერთხელ გაუჟღერებიათ თავიანთი წინააღმდეგობა ან განსხვავებული აზრი საკუთარ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის მხრიდან მსგავსი სცენარით წარიმართა მოვლენები 2017 წელს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, როდესაც მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა აზრი შეიცვალა პროპორციულ არჩევნებზე 2020 წელს გადასვლასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც მათ საკონსტიტუციო კომისიაში მხარი დაუჭირეს ამ ინიციატივას. როგორც ჩანს, ისევე როგორც გასულ წლებში, საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებაზე უარის თქმის მთავარი მიზეზი მაჟორიტარული კომპონენტის შენარჩუნების სურვილია. ეს თავის მხრივ, ამყარებს მოსაზრებას, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს და 2020 წლის არჩევნებისთვის მმართველი პარტიას მაჟორიტარულ სისტემაზე, როგორც სასურველი მანდატების მოპოვების გარანტიაზე უარის თქმა არ უნდა.
2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის უმნიშვნელოვანესია. პროპორციული არჩევნები იძლევა მრავალპარტიული ევროპული სტილის დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების შესაძლებლობას. საარჩევნო სისტემის ცვლილება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სახელმწიფო ინსტიტუტებზე ერთპარტიული კონტროლის შესუსტების, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის აღდგენისა და პოლარიზაციის შემცირების გზაზე.
ამდენად, "სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებს:
• მმართველ პარტიას და მის დეპუტატებს პარლამენტში, შეასრულონ მათ მიერ საჯაროდ გაცემული დაპირება და მხარი დაუჭირონ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფბს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას.
• ყველა ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიას, მოახდინონ ძალთა მაქსიმალური კონსოლიდაცია და მიმართონ ხმები პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდასაჭერად.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა