logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
  დიმიტრი ხუნდაძე: ცინიკურად გადანათლეს პარტიები, იქნებ როგორმე გააბრუონ ხალხი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში გიგა ბოკერიას და როლანდ ახალაიას მაგივრად,  „ევროპულ საქართველოს“ ან „ძალა ერთობაშიას“ ამოიკითხავს
დიმიტრი ხუნდაძე: ცინიკურად გადანათლეს პარტიები, იქნებ როგორმე გააბრუონ ხალხი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში გიგა ბოკერიას და როლანდ ახალაიას მაგივრად, „ევროპულ საქართველოს“ ან „ძალა ერთობაშიას“ ამოიკითხავს
13:53 13.11.2019
"ცინიკურად გადანათლეს პარტიები, იქნებ როგორმე გააბრუონ ხალხი, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში გიგა ბოკერიას და როლანდ ახალაიას მაგივრად, "ევროპულ საქართველოს" ან "ძალა ერთობაშიას" ამოიკითხავს და იქნებ ცდუნდეს, თორემ საკუთარი სახელით საარჩევნო მარათონში შემოსული ეს ვაჟბატონები რომ 5 პროცენტსაც ვერ აიღებენ, ამას სულ არ ჭირდება ცესკო და სოციოლოგია" - განაცხადა უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" სწორედ შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში დაამარცხა აბსოლუტურად მონოლითური და ყველაფერზე წამსვლელი, თავზეხელაღებული ხელისუფლება.

"ცხადია, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვერსია გაცილებით ეფექტურად მოემსახურება პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალთა მრავლფეროვნების კეთილშობილურ იდეას და, რაც მთავარია, ეს მიზანი მიღწეული იქნება ისე, რომ არ დავაზიანებთ არცერთ სხვა საზოგადოებრივ სიკეთეს და ინტერესს - ჩვენ მრავალფეროვნების ხარჯზე კი არ უნდა ვახეიროთ ნაცები, ნაცების ხარჯზე უნდა ვახეიროთ პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება.

და ბოლოს, ყოველგვარი სპეკულაციების გასაფანტად ვიტყვით, რომ სწორედ შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში დავამარცხეთ ჩვენ აბსოლუტურად მონოლითური და ყველაფერზე წამსვლელი, თავზეხელაღებული ხელისუფლება. ამიტომ თუ ხალხის ნდობა ექნება რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ის ხელისუფლებაში ნებისმიერ შემთხვევაში მოვა და ამიტომ არანაირი საჭიროება არ არის ხელოვნურად ვუყაროთ სასუქი მავნებლებს.

აბსოლუტურად კარგად გვესმის, რომ შესაძლოა, ჩვენი უმრავლესობის ზოგიერთ წევრში უხერხულობას იწვევდეს ის გარემოება, რომ, გარკვეულწილად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შეთავაზების უკან წაღება გვიწევს. მაგრამ მოდი, გავიხსენოთ, როგორ შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" ორივე ფრთა და მათი ახალგაზრდული დანამატები ჩვენს ინიციატივას - ნებაყოფლობით გვეთქვა უარი 73 მაჟორიტარულ მანდატზე, რადგან სხვამ თუ არა, ჩვენ ხომ ზედმიწევნით კარგად გვესმის, რომ არსებულ ვითარებაში, "ქართულმა ოცნებამ" რომ მაჟორიტარული არჩევნები წააგოს ნაცებთან, ამის თეორიული შანსიც არ არსებობს? ჩვენ ხომ მათგან არც მადლობას ვითხოვდით და არც ქათინაურებს, მაგრამ ელემენტარული ადეკვატურობა მოითხოვდა, რომ, მინიმუმ, დადებითი რეაქცია ჰქონოდათ ამ, პირდაპირ ვიტყვი, საჩუქარზე. მათ კი ჯერ თავად მიიწერეს ეს აქტივი და უფრო შორსაც წავიდნენ, უკვე თვეებია ხალხს ეუბნებიან, რომ მათ გვაიძულეს გადაგვედგა ეს ნაბიჯი. ამიტომ ნუ გვექნება კომპლექსი, რომ რამე უკან მიგვაქვს. რაც გაცემულად არ ჩაგვითვალეს - უკან როგორ წავიღებთ იმას? როცა უტიფართა მხრიდან ასეთ თავხედობას ვაწყდებით, არათუ უფლებამისილი, ვალდებულიც კი ვართ შევცვალოთ მიდგომა და გაკოტრებული დავტოვოთ ნაციონალური მოძრაობა" - განახადა დიმიტრი ხუნდაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა