logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე:  მავნე ძალა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას, ტირანიისკენ მიათრევდა ქვეყანას, ხოლო ოპოზიციად ქცეული, სულ ახლახან, სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, დღეს ჩვენ გვდებს ბრალს
დიმიტრი ხუნდაძე: მავნე ძალა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას, ტირანიისკენ მიათრევდა ქვეყანას, ხოლო ოპოზიციად ქცეული, სულ ახლახან, სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, დღეს ჩვენ გვდებს ბრალს
13:44 13.11.2019
მიუხედავად იმისა ,რომ დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე არ იქნა გაზიარებული ჩვენი მოსაზრება ,მე იქვე,ჩემს გუნდთან განვაცხადე ,რომ ვიტოვებდი უფლებას ,საჯარო გამეხადა ჩვენი არგუმენტაცია, ის,თუ რატომ არ ვემხრობი პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ საკონტიტუციო ცვლილებებს",- წერს სოციალურ ქსელშ უმნრავლესობის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და ვრცელ მიმართვას ავრცელებს.


"დღევანდელობის პარადოქსი სწორედ ის არის, რომ ის მავნე ძალა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნისას, ტირანიისკენ მიათრევდა ქვეყანას, ხოლო ოპოზიციად ქცეული, სულ ახლახან, სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა, დღეს ჩვენ გვდებს ბრალს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის გამრუდებაში, ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობასა და პრორუსულ ორიენტაციაში" – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე, გავრცელებულ მიმართვაში.


მისი თქმით, ეს არის შავ-თეთრი რეალობა და ეს იმიტომ ხდება, რომ 2012 წელს ,,ქართულმა ოცნებამ" მიიღო უკიდურესად მცდარი გადაწყვეტილება, პოლიტიკური თანაარსებობა გაეგრძელებინა საქართველოს ისტორიაში ყველაზე ანტიეროვნულ, საშიშ და მავნებელ ძალასთან



ეს იცით, რატომ ხდება? ამ გადასახედიდან, შეგვიძლია, ცალსახად დავასკვნათ: ეს იმიტომ ხდება, რომ 2012 წელს ,,ქართულმა ოცნებამ", ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის მოლოდინების, კანონიერი და სამართლიანი მოთხოვნების საპირისპიროდ, მიიღო, ჩვენი შეფასებით, უკიდურესად მცდარი გადაწყვეტილება, პოლიტიკური თანაარსებობა გაეგრძელებინა საქართველოს ისტორიაში ყველაზე ანტიეროვნულ, საშიშ და მავნებელ ძალასთან - ,,ნაციონალურ მოძრაობასთან"- განაცხადა ხუნდაძემ.



მისი თქმით, ეს იყო მძიმე შეცდომა, რამაც საგრძნობლად შეასუსტა და დაამუხრუჭა ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული, სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესი.


"მიგვაჩნია, რომ ეს იყო მძიმე შეცდომა, რამაც საგრძნობლად შეასუსტა და დაამუხრუჭა ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული, სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროცესი, რადგან უკანასკნელი წლების განმავლობაში ხელისუფლების რესურსი, ძალა და ენერგია დიდწილად იხარჯებოდა არა სახელმწიფოს გაძლიერებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, არამედ ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ მუდმივად ორგანიზებული ხელოვნური პოლიტიკური კრიზისების, დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების განეიტრალებაზე. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ მათ მიერ ჩაფიქრებული სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების უმწვავესი ფაზა, პარლამენტში ძალადობრივად შეჭრისა და ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური გზით ხელში ჩაგდების მცდელობა და სხვა მრავალი ქმედება, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს" - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

https://www.facebook.com/DimitriKhundadzeGD/posts/2373605109435605?__tn__=K-R



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა