logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შალვა კიკნაველიძე: პროპორციული არჩევნების გაფორმება ოპოზიციის მონაპოვრად იქნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა - ეს იყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება
შალვა კიკნაველიძე: პროპორციული არჩევნების გაფორმება ოპოზიციის მონაპოვრად იქნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა - ეს იყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება
11:06 13.11.2019
საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს. მამუკა კაციტაძის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ ცვლილებების პაკეტს, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე გამოეხმაურა და 3%-იანი ბარიერის დაწესების აუცილებლობის მიზეზებით დაინტერესდა.

„რატომ შემოგვაქვს ბარიერი, რატომ ვუწესებთ პრობლემებს, ან ვუზღუდავთ სივრცეს არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებს, ან მომავალში ახალ პოლიტიკურ პარტიებს? რატომ ვაიძულებთ მათ, რომ, ან ნაციონალურ მოძრაობასთან, ან სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან შევიდნენ ბლოკში?“ - განაცხადა კიკნაველიძემ.

შალვა კიკნაველიძის განცხადებით, 2020 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაა:„ზოგადად, პროპორციული არჩევნების ჩატარება და მისი გაფორმება ოპოზიციის მონაპოვრად იქნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ეს იყო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება და არა ე.წ. ხელმოწერების შეგროვების საფუძველი. ყველას კარგად გვახსოვს ოპოზიციის განცხადება საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, ვციტირებ: „მილიონი ხმა საარჩევნო ცვლილებებისთვის“, თუმცა, რეალურად, პარლამენტში მესამედზე ნაკლების შემოტანა მოხერხდა. როგორია ოპოზიციის ხელმოწერების შეგროვების პრაქტიკა, ესეც კარგად ახსოვს საზოგადოებას, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ერთ-ერთი ოპოზიციური კანდიდატის რეგისტრაციისთვის ცესკოში ყოფილი პრემიერის ხელმოწერა წარადგინეს“ - განაცხადა კიკნაველიძემ.

უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესაძლებლობას მე-8 მოწვევის პარლამენტიც განიხილავდა, თუმცა მაშინ ამ საკითხს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. კიკნაველიძის შეფასებით, ნაციონალური მოძრაობის ინტერესი არა დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, არამედ დებოშია: „რეალურად დღეს რა სურს ნაცმოძრაობას?! თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში პროპორციული არჩევნების ჩატარება, თუ ის დებოში, გაურკვევლობა და სპექტაკლები, რაც დღეს ვიხილეთ აქ ყველამ“ - განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა