„გამახსენდა 2008 წლის გაზაფხული, როდესაც თქვენ, თქვენი კოლეგები, პარლამენტარები და
არაპარლამენტარები, ოპოზიცია ვითხოვდით აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებას-პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.
მახსოვს როგორ დამთავრდა ეს შიმშილობის აქცია და თქვენც, ერთერთ მონაწილეს კარგად გემახსოვრებათ. ეს აქცია დაშალეს, დაარბიეს და მაშინდელი ხელისუფლებიდან სასტიკი უარი იყო, რომ აღნიშნულ სისტემაზე გადასვლა არც კი განიხილებოდა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა განაცხადა.
მისი თქმითვე, ახლა, ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას სხვა შეხედულებები აქვს.
„მე ეს არ მიკვირს, მაგრამ თქვენგან, ბატონო მამუკა, ნამდვილად გამკვირვებია.
ფაქტიურად, დღევანდელი ხელისუფლება იძლევა ყველაფერს რაზეც მე, თქვენ, ამ დარბაზში მყოფთ ოცნებაც არ შეგვეძლო სხვა ხელისფლების პირობებში. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა გზას უხსნის ყველა საარჩევნო ძალას, არსებულს, რეიტინგულს და საშუალებას აძლევს პარტიებს განვითარებისთვის.
მე ვერ ვხვდები და საზოგადოებაც დაიბნა, რას ითხოვთ და რა არ მოგწონთ თქვენ კონკრეტულად. რა ქნას ხელისუფლებამ მეტი?“, - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს, მამუკა კაციტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიხილავენ.

















