logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ერთადერთი ბერკეტი - ტყუილი
მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ერთადერთი ბერკეტი - ტყუილი
17:17 12.11.2019
„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ერთადერთი ბერკეტი - ტყუილი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს განიხილავენ.

უმრავლესობის წარმომადგენელმა ოპოზიციონერ აკაკი ბობოხიძეს რიტორიკული კითხვით მიმართა: ან კონსულტაციებს არ გადიხართ ერთმანეთთან, ან აზრს არ ეკითხებით, ან იურისტები არ გყავთ გვერდით (გყავთ ამ დროს), ან საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებებს არ კითხულობთ?

„ბატონო აკაკი (ბობოხიძე), ნამდვილად არ ვაპირებდი გამოსვლას, მაგრამ ისეთ საოცრებებს ლაპარაკობთ, მუზად გამოადგებით ადამიანს. პირველი: პარტიებზე რომ საუბრობდნენ ჩემი კოლეგები უმრავლესობიდან, იმაზე კი არ საუბრობდნენ, ვინ როგორ აზის წურბელად ხალხს, თორემ, თქვენ მოგიხსენიებდნენ პირველ რიგში. ამ შემთხვევაში, იმაზე საუბრობდნენ, რომ არსებობს 10, 11 პარტია, რომელსაც აქვს, საერთო ჯამში, დაახლოებით 10 მილიონი დაფინანსება და ბოლო არჩევნებში მათი საერთო ჯამური შედეგი იყო 1%. ეს ერთი. მეორე: რაც შეეხება თანაბრად თუ არათანაბრად განაწილებას, ეს როგორ გაფიქრდებათ, ან კონსულტაციებს არ გადიხართ ერთმანეთთან, ან აზრს არ ეკითხებით, ან იურისტები არ გყავთ გვერდით (გყავთ ამ დროს), ან საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებებს არ კითხულობთ? კაკო ბობოხიძემ კონკრეტულად თქვა, რომ მიეცით პარტიებს და თვითონ გადაანაწილებენო. წაიკითხეთ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებები, ასეთი მაღალფარდოვანი სიტყვებით რომ ლაპარაკობთ აქ, ან გიორგი ვოლსკის მოუსმინეთ, და ნახავთ, რომ საკონსტიტუციომ თქვა, რომ თანაბრად უნდა გადანაწილდეს პარტიებს შორის და მერე აღარ იტყვით ასეთ საოცრებებს, უხერხულია პოლიტიკოსისგან.

და მესამე, შიში გაქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ და ამით ლაპარაკობთო. ამ ხალხს, ვინც აქ გამოდიოდა, მათ შორის, არა მხოლოდ უმრავლესობიდან, თუნდაც, ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა, შიში არ ჰქონია, როდესაც შიშის ზარს სცემდით ქვეყანას თქვენი ჭკუით, მაშინ არ ჰქონია ამის შიში და დღეს რა შიშზე ლაპარაკობთ? ვის რა ეშინია თქვენი და რისი გამკეთებლები ხართ, ერთადერთი ბერკეტი გაქვთ, საბედნიეროდ, ეს არის ტყუილი. და თუ საინფორმაციო საშუალებას ფლობთ, ატყუებთ ხალხს და ეს ბერკეტია. რა შიშზე ლაპარაკობთ, ვის ეშინია თქვენი. ამიტომ, ცოტა დაწყნარდით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებები წაიკითხეთ, და ასეთ საოცრებებს ნუ ლაპარაკობთ.

ამ პროექტს, ბუნებრივია, არ ვუჭერთ, ვერ ვუჭერთ მხარს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური განცხადებაა გაკეთებული ჩვენი მხრიდან და ჩვენ იმ განცხადების მხარდაჭერას ვაპირებთ და არა იმისას, რაც ერთხელ კიდევ, დემაგოგიურად გაამართლეთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე.

დღეს, 12 ნოემბერს პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემას განიხილავენ. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პოლიტიკური სუბიექტის მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ასევე, ახალი პროექტი საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა