logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კობა ლურსმანაშვილი მამუკა კაციტაძეს: როდესაც თქვენს ბარიერზე საუბრობთ, ხომ კარგად ვიცით, რომ ეს არის ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის -„ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი
კობა ლურსმანაშვილი მამუკა კაციტაძეს: როდესაც თქვენს ბარიერზე საუბრობთ, ხომ კარგად ვიცით, რომ ეს არის ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის -„ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი
16:28 12.11.2019
„ბატონო მამუკა, თქვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტში, ძირითადად რაც გამოკვეთილი გაქვთ, ეს არის ბლოკების საკითხი. უმრავლესობამ წარმოვადგინეთ კანონპროექტი, სადაც ნულოვანი ბარიერი გვაქვს წარმოდგენილი.

ცხადია, ნულოვანი ბარიერი ემსახურება სწორედაც, პარტიების მიერ მანდატების მოპოვებას და ეს არის შესაძლებლობა მათი პარტიული მიმართულებით განვითარების, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ბარიერზე საუბრობთ, ვის ინტერესებშიც შედის, ეს ხომ კარგად ვიცით. ეს არის ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის - „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი, რომ მან აიკიდოს, ისევე როგორც აქამდე ჰყავდა აკიდებული, ისეთი პარტიები, საიდანაც ორ პირსაც ვერ დაასახელებთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა ლურსმანაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც არანაკლებ 200 000 ამომრჩეველის ინიციატივით წარმოდგენილი საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტის წარმოდგენის შემდეგ განვითარებული პროცესი გარკვეულწილად „უმადურობას“ ემსგავსება.

„რაც შეეხება თქვენს დამოკიდებულებას. როცა ჩვენ. უმრავლესობამ გადავდგით ეს ნაბიჯი, შემოვედით ინიციატივით, ამის შემდგომ გარკვეულწილად უმადურობაც ხომ არ არის ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება.

ეს პროცესი უმადურობის გამოხატულება ხომ არ არის იმიტომ, რომ აქ მე მყავს კოლეგები, მაჟორიტარები, რომლებსაც თავის მაჟორიტარულ ოლქში იმაზე მეტი ხმები აქვთ დაგროვებული, ვიდრე ახლა სჭირდება კონკრეტულ პარტიას მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ მანდატი მიიღოს. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს მმართველმა გუნდმა, რა შეთავაზება უნდა გააკეთოს პარტიების განვითარებისა თუ პარტიული სისტემების განვითარებისთვის“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, ურეიტინგო და ფულზე ორიენტირებული პარტიები მთელი ამ დროის განმავლობაში ორიენტირებული იყვნენ ე.ი. საეთერო დროის დათმობაზე, არჩევნების ფინანსების გამოყენებაზე და „ჩაყვინთული“ „ნაციონალური მოძრაობის“ ქებაზე.

„ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ 0.04 % რეიტინგის მქონე პარტიების დანიშნულება. ამიტომ, ცხადია, როდესაც ინიცირებული გვაქვს კანონპროექტი და მაჟორიტარების უმრავლესობა ვფიქრობთ სწორედაც, ქვეყნის განვითარებისათვის და პარტიული სისტემების გაძლიერებისათვის გადავდგათ ნაბიჯი, ამ დროს ნუ დაგვაკარგვინებთ ხალისს, რომ მართლაც უარი ვთქვათ იმ შემოთავაზებაზე რომელიც გაგვაჩნია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა