logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: იმ დეპუტატთა შორის ვარ, ვინც ყოველთვის მხარს უჭერდა მაჟორიტარულ სისტემას
დიმიტრი ხუნდაძე: იმ დეპუტატთა შორის ვარ, ვინც ყოველთვის მხარს უჭერდა მაჟორიტარულ სისტემას
15:53 12.11.2019
„მე ვარ იმ დეპუტატთა შორის, რომელიც ყოველთვის მხარს ვუჭერდი მაჟორიტარულ სისტემას, იმ დღიდან, საიდანაც პოლიტიკაში ვარ, და იმ დღიდან, როცა ამ თემაზე დაიწყო საუბარი, ხომ არ შევცვალოთ პროპორციული სისტემით“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მე ორჯერ მოვძებნე კომპრომისი საკუთარ გუნდთან ერთად, ეს შევძელი. პირველი კომპრომისი იყო როცა შემოთავაზება იყო, რომ 2024 წელს გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე და ჩემი კომპრომისი შედგა. შემდეგი შემოთავაზება იყო რომ 2020 წლისთვის, ეს შიდა გუნდურ საუბარს ვაჟღერებ, გადავიდეთ ამ სისტემაზე, რომ პოლიტიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ, გავითვალისწინოთ რეალობა, აქაც ჩემი კომპრომისი შევეცადე რომ ყოფილიყო რეალური, მაგრამ მე ამაზე არ ვისაუბრებ. მინდა, იმ განსხვავებებზე ვისაუბრო, უფრო სწორად, კითხვები დავსვა, რა სხვაობაც არის მმართველი გუნდის შემოთავაზებულ კანონპროექტსა და თქვენს შემოთავაზებულ კანონპროექტს შორის.

რადგან ვთანხმდებით, რომ მრავალპარტიული, მრავალფეროვანი უნდა იყოს პარლამენტი, მმართველმა გუნდმა შემოიტანა, რომ ბარიერი მოვხსნათ, რომ მივცეთ საშუალება მცირე პარტიებსაც, უფრო იოლად შემოაღწიონ პარლამენტში, თქვენ გვთავაზობთ 3%-იან ბარიერს. 3%-იანი ბარიერის შემთხვევაში როგორ შემოვლენ ეს პატარ-პატარა პარტიები და ჩვენ ამით ხელს ხომ არ ვუწყობთ ესეთი შუაში მყოფი პარტიები, მაგ: „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მეტად ხომ არ შეეწყობა ხელი, ის მცირე პარტიები გარეთ დარჩნენ, ეს ხომ არ არის პირდაპირ ხელის შეწყობა მათთვის?

რაც შეეხება ბლოკებს. ბლოკებთან დაკავშირებით ჩვენ, მმართველ გუნდს აქვს შემოთავაზება, ნულოვანი ბარიერი, ბლოკების არქონა და თქვენ გვთავაზობთ შეიქმნას ბლოკები, საბლოკე პარტიებს გვთავაზობთ, რომლებსაც აბსოლუტურად დაბალი რეიტინგი და მაღალი დანახარჯი აქვს. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო ჩემი შეკითხვა - ეს ხომ არ ქმნის იმის პირობას, რომ ჩვენ მივიღოთ ძირითადად „ნაციონალური მოძრაობა“. თქვენ ხომ არ გამოგდით განზრახ კი არა, უნებლიეთ, რომ მათ შეეწყოთ ხელი, რომ თავისი პოლიტიკური ზრახვები განახორციელონ იოლად, საარჩევნო ზრახვებს ვგულისხმობ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღეს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს განიხილავენ, რომლის მიხედვითაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება, ხოლო პარტიებისთვის ნულოვანი ბარიერი დაწესდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა