logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: შეგიძლიათ, გადაახვიოთ თქვენი პარტიული ტელევიზიების სხვადასხვა სიუჟეტები და როგორი მხარდაჭერა აქვს პატრიარქის წინააღმდეგ შეტევას, ნახოთ
მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: შეგიძლიათ, გადაახვიოთ თქვენი პარტიული ტელევიზიების სხვადასხვა სიუჟეტები და როგორი მხარდაჭერა აქვს პატრიარქის წინააღმდეგ შეტევას, ნახოთ
15:35 12.11.2019
„შეგიძლიათ, გადაახვიოთ თქვენი პარტიული ტელევიზიების სხვადასხვა სიუჟეტები და როგორი მხარდაჭერა აქვს პატრიარქის წინააღმდეგ შეტევას, ნახოთ“, - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა.

როგორც პარლამენტარმა განაცხადა, ვინც ოპოზიციის პარტიული აქტივის ფეისბუკგვერდებზე შეიხედავს, ნახავს, როგორი მხარდაჭერა აქვს პატრიარქის წინააღმდეგ კამპანიას.

„მსგავსი გამოსვლებით, ვერ მიაღწევენ მიზანს... მთელი დღეა, დღეს ვისმენთ განცხადებებს სხვადასხვა მხრიდან, ვის უყვარს სამშობლო, მამული, ენა, სარწმუნოება და ასე შემდეგ. ვინც თქვენი პარტიული აქტივის ფეისბუკგვერდებზე შეიხედავს, ნახავს, როგორი მხარდაჭერა აქვს პატრიარქის წინააღმდეგ კამპანიას. შეგიძლიათ, გადაახვიოთ თქვენი პარტიული ტელევიზიების სხვადასხვა სიუჟეტები და როგორი მხარდაჭერა აქვს პატრიარქის წინააღმდეგ შეტევას, ნახოთ. რაღაზე ვლაპარაკობთ? შეთქმულების თეორიებს დავანებოთ თავი. მე წაგიკითხავთ რამდენიმე წინადადებას და მგონი, არ იქნება კარგი მოსასმენი. როდესაც უბინძურესი კამპანია დაიწყო ერთმა ადამიანმა პატრიარქის წინააღმდეგ, წინა დღეებში, ერთმა ე.წ. პოლიტიკოსმა, გააკეთა ასეთი განცხადება: „ეს არის შოკის მომგვრელი, რაც ჩვენ ვიხილეთ. ეკლესიის წიაღში მყოფმა ადამიანებმა ეს ყველაფერი იცოდნენ. ეს ჭორის სახით ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ეს ყველაფერი გამოვიდა გარეთ. მმართველობას რაც შეეხება, არ არსებობს მსოფლიო ისტორიაში გამოცდილება ორმოცწლიანი, შუასაუკუნეობრივი მართვის სტილი ყოველთვის ასე მთავრდება. ეს არის ბოლო ჟამის ნიშნები. მმართველობას ვგულისხმობ. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ლოგიკური დასასრულია იმისა, რაც აქამდე იყო და როგორც იმართებოდა მარტორქებით და რაღაც დახურული შუასაკუნეობრივი მეთოდებით საქართველოს საპატრიარქო“. ვინ დგას ამის უკან? ეს არის თქვენი ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადება და მერე ვკამათობთ, უკან და წინ ვინ დგას რაღაც მოვლენების“. - განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ თურმე მოდაში აღარ არის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ლაპარაკი და მათ რაც არ უნდა დააშავონ, არ უნდა შეეხო.

„რაც შეეხება თქვენი კოლეგის მიერ ნახსენებ ფსკერსა და სიბნელეს, სად არის, ახლა მე თქვენ აგიხსნით, ვინ გოშიაა და ვინ ვინ არის. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ჩვენი კოლეგებიც, ჩვენი გუნდიდან გასულებიც ეთანხმებიან იმ ტრენდს, რომ აღარ უნდა ვილაპარაკოთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, აღარ არის მოდაში. მოდაში აღარ არის თურმე ნაცებზე ლაპარაკი. დღეს რაც არ უნდა მოატყუონ ხალხს, რაც არ უნდა გააფუჭონ, რაც არ უნდა საბოტაჟის ნიშნები იყოს მათ მოქმედებაში, არ უნდა შეეხო. მომავალზე ვლაპარაკობთ და წყალტუბო არ მოსწონთ. მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამი მოსწონთ, 2008 წელს დავიწყეთ და 2013 წელს უნდა დამთავრებულიყო, ესენი მოვიდნენ და გააჩერესო. წყალტუბოზეა ლაპარაკი. 2012 წელს თურმე წყალტუბოს აღმშენებლობა შეგვიჩერებია. ეს მოსწონთ“. - ამბობს მდინარაძე.

მამუკა მდინარაძე საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და თქვა, რომ შეიძლება საერთოდ არ იყო მორწმუნე, მაგრამ პატივისცემა ხომ მაინც შეიძლება გქონდეს იმ ინსტიტუტის, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ქვეყნის განვითარებაში.

„დაბოლოს - მიადექით ყველაზე წმინდას ბევრი ქართველისთვის და ბევრი მართლმადიდებლისთვის. შეიძლება ვიღაც საერთოდ არ იყოს მორწმუნე და სხვა წარმოდგენები ჰქონდეს რაღაც-რაღაცებზე, მაგრამ პატივისცემა მაინც ხომ შეიძლება გქონდეს იმ ინსტიტუტის, რომელსაც უდიდესი როლი აქვს ჩვენს ისტორიაში და ქვეყნის განვითარებაში. მიადგნენ რწმენას და პატრიარქის დისკრედიტაცია განიზრახეს. ეს არის თქვენი რეალური სახე და რაც არ უნდა გადააბრალოთ ვიღაცებს რაღაცები, ასე დარჩება“ - განაცხადა მდინარაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა