logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ყაველაშვილი: 20 ივნისს, დავინახეთ რის გაკეთება  უნდოდათ - აქ შიგნით გამაგრებული რომან გოცირიძე, მისი ამფსონები, თავისი აქტივისტებით და გარეთ რა დღეში იყვნენ?!
მიხეილ ყაველაშვილი: 20 ივნისს, დავინახეთ რის გაკეთება უნდოდათ - აქ შიგნით გამაგრებული რომან გოცირიძე, მისი ამფსონები, თავისი აქტივისტებით და გარეთ რა დღეში იყვნენ?!
14:09 12.11.2019
„ღამის სამ საათზე რომ ქონებას აფორმებდნენ, დღეს მორალს გვიკითხავენ“, - ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას მიმართა.

მისივე თქმით, 20 ივნისს ყველამ დავინახეთ, რისი გაკეთება უნდოდა ოპოზიციას.

„არ შემიძლია ემოციის გარეშე ვუცქირო ჩემს მარცხნივ მყოფ ძალას, გაერთიანებულ ძალას, ვითომ გაყოფილს. როცა ოდნავი შესაძლებლობა მიეცემა ამ ძალას, როგორც ეს იყო 20 ივნისს, დავინახეთ ყველამ, ჩვენმა მოქალაქეებმა, რისი გაკეთება უნდოდათ. აქ, შიგნით, გამაგრებული რომან გოცირიძე, მისი ამფსონები, თავისი აქტივისტებით, და გარეთ რა დღეში იყვნენ. მაგრამ როგორც კი ძალას კარგავენ, ზუსტად ასეთ ქილიკს მიმართავენ და სიცრუის ტირაჟირებას, როგორც კაკოია ბობოხიძე ტირაჟირებდა ახლა“ - განაცხადა ყაველაშვილმა.

პარლამენტარი აკაკი ბობოხიძის განცხადებას გამოეხმაურა, თითქოს ისინი აღიარებენ ბატონი ბიძინას ქველმოქმედებას და მის ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინაშე და თქვა, რომ ოპოზიცია ქილიკით აცხადებდა, რომ 60 ათასი სტუდენტი ქუთაისის უნივერსიტეტში ბლეფია.

„მე აქ ფაქტები მაქვს. ბობოხიძე თითქოს აღნიშნავდა, რომ ისინი აღიარებენ ბატონი ბიძინას ქველმოქმედებას და მის ღვაწლს ჩვენი ქვეყნის წინაშე. რომან გოცირიძე ქილიკობდა, რომ 60 ათასი სტუდენტი ქუთაისის უნივერსიტეტში ბლეფია, და რომ მხოლოდ 200-მდე სტუდენტზე იქნებოდა გათვლილი ეს უნივერსიტეტი, და 75 უნივერსიტეტიდან ბოლო ადგილზე იქნებოდა. უნდა გაგაწბილოთ, ბატონო რომან, დაახლოებით მილიარდი ევროს ინვესტიცია ხორციელდება და გასულ კვირაში მთელმა საქართველომ იხილა, რა შენდება ქუთაისში და როგორი მასშტაბური პროექტია. მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს, მათ ძალიან დიდი პერსპექტივა აქვთ, რომ საქართველოში მიიღონ ევროპული განათლება, რაც ამ ბატონებმა მთელი ცხრა წლის მანძილზე ვერ შეძლეს...“ - აღნიშნა დეპუტატმა.

მიხეილ ყაველაშვილმა „ნაციონალური მმართველობის“ ცხრა წელიც გაიხსენა და მათ ბოლშევიკები უწოდა.

„ამ ცხრა წელს ყოველდღე უნდა ვახსენებდეთ ამ ადამიანებს. ისინი მთელ მსოფლიოს არწმუნებდნენ, რომ პროგრესული ძალა იყვნენ, სინამდვილეში კი ბოლშევიკები იყვნენ. ღამის სამ საათზე ქონების გადაფორმებები, როგორ ექცეოდნენ ადამიანებს და ყველა მათგანში როგორ ეძებდნენ დამნაშავეს, დაშინებული ადამიანები ერთმანეთს ვერ ესაუბრებოდნენ, იყო მოსმენები, ყოველ სამ კაცში ერთი სუსის აგენტი ეგონათ და ა.შ. ეს ადამიანები დღეს მორალს გვიკითხავენ. შეუძლებელია ამათთან კონსტრუქციულ რეჟიმში არსებობა“. - განაცხადა ყაველაშვილმა.

დეპუტატმა „ევროპულ საქართველოსაც“ მიმართა და ის დრო გაახსენა, ღამის სამ საათზე ქონებას რომ აფორმებინებდნენ ადამიანებს.

„ევროპული საქართველო“ და კაკო ბობოხიძე რომ არ გავაწბილო, თითქოს მათ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ ქუთაისის უნივერსიტეტთან დაკავშირებით სხვა აზრი აქვთ, ბატონ სერგი კაპანაძის ციტატას წაგიკითხავთ. ის აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა იმის ნახევარიც რომ განახორციელოს, რის პირობასაც დებს, ეს განათლების ბაზარში ძალიან უხეში და არასწორი ფორმით ჩარევა იქნება. ივანიშვილი რომ უნივერსიტეტის სახელმწიფოსთვის გადაცემას რომ გეგმავს, ეს თურმე საგანმანათლებლო ბაზარს ძალიან დააზიანებს. როგორ შეიძლება, ამ ადამიანების ხედვა პროგრესულად უნდა შევაფასოთ? მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ერთ-ერთ მინისტრი ზუსტად ორ წელიწადში გახდა მილიონერი. ასე ატყუებდნენ და აბოლებდნენ ჩვენს საზოგადოებას... კაკო ბობოხიძის სიტყვებით დავასრულებ, რომ მართლა დავკარგეთ დრო, მართლა დავკარგეთ დრო და ბოდიში მინდა ჩვენს საზოგადოებას მოვუხადო, რომ ეს ხალხი აქ ზის, პარლამენტში. მართლა დავკარგეთ დრო და ბოდიში ჩვენს საზოგადოებას იმიტომ, რომ მართლაც დიდი შეცდომა გვაქს დაშვებული, რომ განვითარებისთვის ამ ძალამ ძალიან ბევრი დაგვაკარგინა“ - განაცხადა ყაველაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა