logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აკაკი ზოიძე: რაც უფრო ცოტა დრო რჩება არჩვენებამდე, მით უფრო ძლიერად მოედინება დეზინფორმაციის ნაკადი ჩვენი სახელმწიფოს ოპონენტების მხრიდან და სახელმწიფოს ოპონენტებს კი მტრები ჰქვია
აკაკი ზოიძე: რაც უფრო ცოტა დრო რჩება არჩვენებამდე, მით უფრო ძლიერად მოედინება დეზინფორმაციის ნაკადი ჩვენი სახელმწიფოს ოპონენტების მხრიდან და სახელმწიფოს ოპონენტებს კი მტრები ჰქვია
14:01 12.11.2019

„ჩვენ უნდა დავძლიოთ ოკუპაცია, დავძლიოთ სიღარიბე და ქვეყნის აღმშენებლობაში მივიღოთ

მონაწილეობა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პარლამენტარმა განაცხადა, რაც უფრო ცოტა დრო რჩება არჩვენებამდე, მით უფრო ძლიერად მოედინება დეზინფორმაციის ნაკადი ჩვენი სახელმწიფოს ოპონენტების მხრიდან.

„მთელი საზოგადოება ხედავს, რაც უფრო ცოტა დრო რჩება არჩვენებამდე, მით უფრო ძლიერი ხდება დეზინფორმაციის ნაკადი, არა ჩვენი, როგორც „ქართული ოცნების“, არამედ ჩვენი სახელმწიფოს ოპონენტების მხრიდან და სახელმწიფოს ოპონენტებს კი მტრები ჰქვიათ, ეს უფრო აქტუალური ხდება, რაც ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს საზოგადოებას ვაჩვენებთ, რა პროცესები მიდის, რა გამოწვევები გვაქვს და რა კეთდება, რომ გამოწვევები დავძლიოთ“. - განაცხადა ზოიძემ.

დეპუტატი ოკუპაციის თემასაც შეეხო და თქვა, რომ ოკუპაცია უნდა დავასრულოთ და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ერთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ.

„ჩვენი უმთავრესი გამოწვევა ამ ქვეყანაში არის ოკუპაცია და სიღარიბე, ეს ორივე გამოწვევა არის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში, ოკუპაცია ხელს გვიშლის და აუარესებს საინვესტიციო გარემოს, ჩვენ ოკუპაცია უნდა დავასრულოთ და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ერთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ“.

აკაკი ზოიძემ თავის გამოსვლაში ქუთაისის უნივერსიტეტზე, აბასთუმნისა და წყალტუბოს პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს სამივე პროექტი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

„სწორედ ამ ორ უმთავრეს გამოწვევას ემსახურება ის სამი მეგა პროექტი, რომელიც ბოლო პერიოდში გაჟღერდა, ეს არის ქუთაისის უნივერსიტეტი, აბასთუმნისა და წყალტუბოს პროექტი. სამივე ეს პროექტი არის დასაწყისი, რომელიც ჩვენს ამ პრობლემებს დაასრულებს. ქუთაისის პროექტი არის ახალი საგანმანათლებლო კერის შექმნა, ახალ დონეზე ქვეყნის გადაყვანა, განათლების გარეშე სიღარიბის დაძლევა შეუძლებელია და განათლების, ინოვაციისა და მეცნიერების კერა შეიქმნება 2020 წლიდან, როცა პირველ სტუდენტებს მიიღებს.

წყალტუბოსა და აბასთუმნის პროექტებზე რეები აღარ მოვისმინეთ... და ე იმ პირობებში, როდესაც რეიტინგი გვიუმჯობესდება, ერთი ნაბიჯი დაგვრჩა საინვესტიციო რეიტინგამდე. გვიუმჯობესდება საინვესტიციო გარემო. ინვესტორებს კი ეშინიათ ეშინიათ ამ ქვეყანაში ფულის შემოტანა და ვიღაცამ ეროვნული კაპიტალით უნდა აიღოს თავის თავზე ის რისკები, რისიც ეშინია უცხოელ ინვესტორს. აბასთუმნისა და წყალტუბოს პროექტები მოუტანს იმერეთის რეგიონ,ს და არა მხოლოდ იმერეთს, კეთილდღეობას. თითოეულ ოჯახში უნდა შევიდეს დოვლათი, შეიქმნას ის 30000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ეს პროექტები ითამაშებს ისეთ როლს, რომ სხვა ბიზნესები, სხვა ქვეყნის ინვესტორები ჩაერთონ ამ პროცესში და მონაწილეობა მიიღონ ამ პროექტების განხორცილებაში.

ეს არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის მტრებს აწუხებთ, ეს რეალური პერსპექტივაა, რომელიც დაინახეს, ამიტომაც მიდის ამდენი სიძულვილისა და ბოღმის დანთხევა ამ პროექტებზე და ცდილობენ, რომ მისი დისკრედიტაცია მოახდინონ. ჩვენ უნდა დავძლიოთ ოკუპაცია, დავძლიოთ სიღარიბე და ქვეყნის აღმშენებლობაში მივიღოთ მონაწილეობა“. - განაცხადა ზოიძემ.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა