logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალები“ არიან ახალი დროის ორჯონიკიძეები, ბერბიჭაშვილები, დღეს ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალები“ არიან ახალი დროის ორჯონიკიძეები, ბერბიჭაშვილები, დღეს ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას
13:45 12.11.2019
ჩვენ ვიხილეთ გასული ორი კვირის განმავლობაში უპრეცედენტო შტურმი ეკლესიაზე და პირადად პატრიარქზე, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ოპონენტებს რეალურად არ უყვართ ქვეყანა და არ უხარიათ მისი წარმატება, პირიქით სწყინთ საქართველოს განვითარება და წარმატება.

„ვიცით, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის მთლიანად სიცრუეზე აგებული, არის განწირული მხილებისთვის და წარუმატებლობისთვის. ეს არის ნამდვილად საცოდავი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს არც სამშობლო და არც ღმერთი სწამს.

რაც შეეხება ღმერთის რწმენას, ამ თემაზე აუცილებლად განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვიხილეთ გასული ორი კვირის განმავლობაში უპრეცედენტო შტურმი ეკლესიაზე და პირადად პატრიარქზე. ამაზე მეტყველებს ლიდერების, მათი ლიდერების მესიჯები და მე ციტატებს არ მოვიყვან იმის გამო, რომ დრო არ მეყოფა უბრალოდ ამისთვის – „ფეისბუქზე“ ათასობით „ნაციონალის“ უპრეცედენტო შტურმი პატრიარქზე და ეკლესიაზე; „ნაცების“ საიტები, შეგიძლიათ, ამოიღოთ სათაურები, როგორი შტურმი ხორციელდებოდა ეკლესიაზე, პატრიარქზე და ასევე „ნაცმოძრაობის“ სატელევიზიო საშუალებები, მათი მარგინალური პარტიული ტელევიზია ახორციელებდა მიზანმიმართულ შტურმს ეკლესიაზე. მარტო სათაურების მოყვანაც არის საკმარისი“, – განაცხადა კობახიძემ.

დეპუტატის თქმით, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, ვის მიერ არის შეტევა მართული.

„ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, ვის ინტერესებშია და ვის მიერაა მართული შეტევა და შტურმი ეკლესიაზე, პატრიარქზე. თუმცა ეს შტურმი არის განწირული წარუმატებლობისთვის. მათ სცადეს 20 ივნისს შეჭრა პარლამენტში და ხელისუფლების გადატრიალება. ეს მცდელობა დასრულდა ისე, როგორც დასრულდა, მათი წარუმატებლობით. ახლა ცდილობდნენ შეჭრას ეკლესიაში და ეს მცდელობაც ასეთივე წარუმატებლობით დასრულდება, რადგან აქ დგას ხალხი, აქ დგას ხელისუფლება, აქ დგას ეკლესია, რომლებიც არის შეურყეველი და აუცილებლად დაუპირისპირებენ სათანადო პასუხს ასეთ პოლიტიკურ ძალებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო თავდასხმა პირადად პატრიარქზე.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო თავდასხმა პირადად პატრიარქზე, რომელიც უკვე 40 წელზე მეტია, ემსახურება ეკლესიის აღორძინებას და, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის აღორძინების საქმეს. ჩვენ აქ ვიხილეთ იმ სულის რეინკარნაცია, რომელიც ასე გვახსოვს გასული საუკუნის დასაწყისიდან – ეს არის ბოლშევიკური სულის რეინკარნაცია. მათ რომ ჰქონდეთ ახლა საშუალება, ხელში ჰქონდეთ უროები და მაკრატლები, დაიწყებდნენ ეკლესიების ნგრევას და სასულიერო პირების გაკრეჭას, თუმცა მათ აქვთ სხვა იარაღი და დღეს ისინი აუცილებლად ესროდნენ ილიას, რადგან ისინი არიან ახალი დროის ორჯონიკიძეები და ახალი დროის ბერბიჭაშვილები. ეს არის ხალხის შეფასება ამ პოლიტიკური ძალის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა