„ჩვენ მხარს დავუჭერთ იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენს მიერ არის ინიცირებული და იმედ
ი მაქვს, რომ ოპოზიციის მხრიდან ამ ინიციატივას მხარდაჭერა ექნება, იმიტომ, რომ მხოლოდ უმრავლესობის ხმები არ იქნება საკმარისი, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები განვახორციელოთ.
გამომდინარე იქედან, რომ მომავალი წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით არსებობს კონსენსუსი, იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც ჩვენს ინიციატივას ნხარს დაუჭერენ“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში დაიწყება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. კანონმდებლები პლენარულ სხდომაზე ორივე კონსტიტუციური კანონის პროექტს განიხილავენ.
„ორივე კონსტიტუციური ინიციატივა მსგავსია იმ თვალსაზრისით, რომ ორივე 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, განსხვავება არის მხოლოდ ორ საკითხში: ეს არის ბარიერთან და საარჩევნო ბლოკებთან დაკავშირებული საკითხი. ჩვენი ინიციატივის მიხედვით იარსებებს ე.წ., ბუნებრივი ბარიერი, ანუ ბარიერი არ არსებობს და გარდა ამისა, არ იარსებებენ საარჩევნო ბლოკები. მთელი ამ ხნის განმავლობაში, როდესაც განხილვები და მსჯელობა მიმდინარეობდა, სხვადასხვა პოზიციები მოვისმინეთ ჩვენ ოპოზიციის მხრიდან, თუმცა, მე, პირადად, არც ერთი არგუმენტირებულად არ მეჩვენება“.-განაცხადა გიორგი კახიანმა.

















