logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
15:09 11.11.2019
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს,მარია
პეიჩინოვიჩ ბურიჩს უმასპინძლა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და საქართველოსთვის ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს.

საუბარი ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ ანგარიშსაც შეეხო, რომელზეც დისკუსია 13 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართება.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასა და რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ქმედებებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივები გააცნო.

არჩილ თალაკვაძემ მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და პარლამენტის დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 27 ნოემბერს გადაიბარებს და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებზეც საქართველო თავმჯდომარეობის პერიოდში იმუშავებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ გენერალურ მდივანს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველო დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების ერთგულია და საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს წარმატებებს დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. მან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა .



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა