logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„ქორთიარდ მარიოტში“ შრომის კოდექსის რეფორმის ფარგლებში საჯარო შეხვედრა გაიმართება
„ქორთიარდ მარიოტში“ შრომის კოდექსის რეფორმის ფარგლებში საჯარო შეხვედრა გაიმართება
18:52 10.11.2019
სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“, შრომის კოდექსის რეფორმის ფარგლებში მეოთხე საჯარო შეხვედრა გაიმართება, სადაც რეფორმის ერთ-ერთი ინიციატორი, დიმიტრი ცქიტიშვილი, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, კოდექსში შესატანი ცვლილებების დეტალურ განხილვას განაგრძობს. საჯარო შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართება და მისი მთავარი თემა შრომის კოდექსის აღსრულების და შრომის ინსპექციის შექმნის სამართლებრივი მექანიზმები იქნება.

შეხვედრას პარლამენტის წევრ დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოების წარმომადგენლები გახსნიან.

უნდა აღინიშნოს, რომ შრომის ინსპექცია საქართველოში 2006 წელს გაუქმდა და მისი აღდგენა მოხდა 2015 წელს, შეზღუდული უფლებამოსილებით, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დეპარტამენტი. 2019 წლის თებერვალში, შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის მიღებით ინსპექციას მიენიჭა შრომითი უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგის უფლებამოსილება კერძო და საჯარო სექტორის ნებისმიერ ორგანიზაციაში.

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, განსაზღვრულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შრომის ინსპექციის ფორმირება, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი ყველა უფლებამოსილებით და მონიტორინგის მანდატით როგორც შრომის უსაფრთხოების ნორმების, ასევე შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით.

შეხვედრაზე განხილული იქნება სანქცირების მექანიზმები და მოცულობები კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ასევე, შრომის ინსპექციის სტრუქტურული მოწყობის საკითხები და მისი უფლებამოსილებები და ინსპექციის მუშაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

შრომის კოდექსის რეფორმის საჯარო განხილვების პროცესის ფარგლებში უკვე გაიმართა რამდენიმე თემატური შეხვედრა ბიზნეს ასოციაციების წევრებთან, პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლებთან, HR სპეციალისტებთან და სამოქალაქო სექტორთან. პარლამენტის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, „მსგავსი დისკუსიების შედეგად უნდა დაახლოვდეს დამსაქმებლებისა და დასაქმებულების პოზიციები და შედეგად სახელმწიფომ ყველასთვის მისაღები შრომის კოდექსი უნდა დაამტკიცოს.“ კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში ყველა მხარე უნდა ჩაერთოს.

შეგახსენებთ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს. კანონპროექტის მომზადებასა და მისი საჯარო განხილვების ორგანიზებაში ჩართულები არიან საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA). საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია არსებული შრომის კოდექსის გაუმჯობესება და დახვეწა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა