logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: მწვანე ხაზები, ტყის და პარკების რესურსის დაცვა, ემისიების კონტროლი და გარემოსდაცვითი რეგულაციები - ეს არის პარლამენტის ახალი მწვანე ინიციატივები
არჩილ თალაკვაძე: მწვანე ხაზები, ტყის და პარკების რესურსის დაცვა, ემისიების კონტროლი და გარემოსდაცვითი რეგულაციები - ეს არის პარლამენტის ახალი მწვანე ინიციატივები
18:44 10.11.2019
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ გარემო და ჩვენი ქვეყნის მწვანე რესურსი - ამ მიზნით შევიმუშავეთ პარლამენტის მწვანე ინიციატივები“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „პარლამენტის მწვანე ინიციატივების“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

​არჩილ თალაკვაძემ ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დამსწრეებს შეახსენა, რომ „გარემო და ეკოლოგია“ საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის ათი საკითხიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

„შევიმუშავეთ ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა: მწვანე ხაზების ინიციატივა, ტყის კოდექსი, ემისიების კონტროლთან დაკავშირებული ინიციატივა და გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა. ოთხივე ეხება გარემოს დაცვით საკითხებს, მიყენებული ზიანის შემცირებას, რესურსების რაციონალურ გამოყენებას, მწვანე საფარის და ტყის რესურსის განვითარებას, პარკების დაცვას და განვითარებას - ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რესურსის - მწვანე გარემოს დაცვას. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ პარლამენტის მწვანე ინიციატივები მივიღოთ და შემდგომ, გავუწიოთ მონიტორინგი ამ კანონებს, რათა ისინი განხორციელდეს რეალურ ცხოვრებაში და მოგვცეს რეალური შედეგი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

წარმოდგენილი ოთხი ინიციატივა უფრო დეტალურად, პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა. მისივე თქმით, დეტალურად გაიწერება ის ზომები და რეგულაციები, რაც გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში დაწესდება, გარდა ამისა, უფრო რაციონალურად იქნებ მართული ქვეყნის ტყის რესურსი.

„ინიციატივები ეხება მწვანე ხაზების შემოღებას, რომლის მიხედვითაც, აბსოლუტურად დაცული იქნება მწვანე და სარეკრეაციო ტერიტორიები; ეხება ტყის კოდექსის განხორციელებას, რომელიც უფრო უკეთ და რაციონალურად იცავს ჩვენი ქვეყნის ტყის რესურსებს, აწესებს მისი გამოყენების გონივრულ რეგულაციებს, ასევე, ინიციატივა ემისიების კონტროლზე და გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტულად გარემოსადმი მიყენებული ზიანის წინააღმდეგ რა ზომებს და რა პოლიტიკას უჭერს მხარს პარლამენტი. ვაპირებთ, რომ სექტორებთან განვიხილოთ ეს ინიციატივები და ამ განხილვების შემდეგ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ პარლამენტმა ეს კანონები დაამტკიცოს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა