logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილი 90-იანი წლებიდან ეხმარება თავის ქვეყანას და ხალხს, ხოლო ოპოზიციის განცხადებები მათ ღირებულებებზე მეტყველებს
არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილი 90-იანი წლებიდან ეხმარება თავის ქვეყანას და ხალხს, ხოლო ოპოზიციის განცხადებები მათ ღირებულებებზე მეტყველებს
12:35 10.11.2019
„როდესაც ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას ახორციელებდა მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, დიდი სიხარულით, თან ჩუმად, ისე, რომ არასდროს მადლობა არ უთქვამთ ბიძინა ივანიშვილისთვის, ჭრიდნენ ლენტებს, პრეზენტაციებს აწყობდნენ. დღეს, როდესაც ეს საქმე გრძელდება, უკმაყოფილოები არიან“,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს.

არჩილ თალაკვაძემ ოპონენტებს შეახსენა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქართველოში ქველმოქმედებას რამდენიმე ათწლეულია, ახორციელებს და მის მიერ გაწეული ქველმოქმედებისთვის ქულებს სხვები იწერენ. მისივე შეფასებით, ოპონენტთა ამგვარი დამოკიდებულება თავად ოპოზიციის ამ ნაწილის ღირებულებებზე მეტყველებს.

„ეს არის იმ ადამიანების განცხადება, რომელთაც შურთ ან რომელთათვისაც მიუღებელია, რომ შესაძლოა, მათ გარეშე ქვეყანაში რაღაც პოზიტიური კეთდებოდეს. ბიძინა ივანიშვილი 90-იანი წლებიდან ეხმარება თავის ქვეყანას და ხალხს. სხვები ჭრიდნენ ლენტებს, სხვები ესწრებოდნენ პრეზენტაციებს და მას არასდროს არ გამოუთქვამს საყვედური ამასთან დაკავშირებით და არც საჯაროდ არ უთქვამს, რომ სინამდვილეში, სხვა ადამიანები ცდილობდნენ დაეწერათ ქულები იმ ქველმოქმედებაზე, რომელსაც ის ახორციელებდა 90-იანი წლებიდან. არც შემდეგ, როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა, გახდა საჯარო პირი, არც შემდეგ არასდროს მოგვისმენია მისი საყვედური ამასთან დაკავშირებით. დღეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი აგრძელებს საქმეს, რომელსაც წლების განმავლობაში აკეთებდა, აკეთებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელიც მომავლის პროექტია, ხდება აბასთუმნის განახლება მთლიანად, იწყება წყალტუბოს აღორძინების პროექტი, ეს ერთგვარი დამოკიდებულება, რომელიც აქვთ ოპოზიციის ამ ნაწილს და გარკვეულ ოპონენტებს, ეს მიუთითებს უბრალოდ, ამ ადამიანების შინაგან ღირებულებებზე, დამოკიდებულებებზე საკუთარი ქვეყნის მიმართ. როდესაც ეს კეთდებოდა იმ პერიოდში, როცა თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში, დიდი სიხარულით, თან ჩუმად, ისე, რომ არასდროს მადლობა არ უთქვამთ, რომ ამას აკეთებდა ბიძინა ივანიშვილი, ჭრიდნენ ლენტებს, პრეზენტაციებს აწყობდნენ. დღეს, როდესაც ეს საქმე გრძელდება, ისინი არიან უკმაყოფილოები. ეს რას ნიშნავს და რა შეფასება ეკუთვნის ამ ქცევას ეს საზოგადოებამ უნდა შეაფასოს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა