განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სტრუქტურული
ცვლილებების იდეის შესახებ, პარლამეტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სამინისტროდან კულტურის მიმართულების ცალკე, დამოუკიდებელ სტრუქტურად გამოყოფას მხარს უჭერს.
„გაიზარდა როგორც ბიუროკრატიული პროცესები და ბევრად უფრო რთული გახდა ყოველდღიური მართვა, ამასთანავე, ქვეყანას, რომელსაც აქვს უძველესი ცივილიზაცია და კულტურული მემკვიდრეობა და სწორედ ეს ღონისძიებები არის მიზეზი ჩვენი მზარდი ტურისტული ნაკადებისა, ვფიქრობ, ამ ფონზე უნდა ვინარჩუნებდეთ კულტურის უწყებას, როგორც ცალკე სამინისტროს‘’-განაცხადა ჯაშმა.

















