ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი–ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხვალ ცაგერისა და ლენტეხის მოსახლეობას შეხვდება.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული შეხვედრები 27 აგვისტოს დაგეგმილ აქციამდე იმართება.
ბიძინა ივანიშვილი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში შეხვედრას 27 აგვისტოსაც გამართავს. კერძოდ, „ქართული ოცნების“ ლიდერი კოალიციის აქციის დაწყებამდე ონის მოსახლეობას შეხვდება.
„ქართული ოცნების“ მორიგი აქცია 27 აგვისტოს რაჭაში, ამბროლაურშია დაგეგმილი.
ღონისძიება 18:00 საათზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგება.
ანალოგიური აქციები „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ოზურგეთში, მცხეთასა და რუსთავში უკვე გამართა.

















