როგორც განათლების ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობის დატოვების
შემდეგ განაცხადა, საკუთარ ენერგიას სისტემას გარედან, დიდ და ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით მოახმარს:
„უფრო მეტიც, ვგეგმავ, რომ ჩემი ენერგია უკვე სისტემის გარედან, დიდ და ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით კვლავ მოვახმარო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მიმდინარე რეფორმას და ხელს შეუწყობს განათლების სისტემის მეტ განვითარებას.
ჩემი როლი და ძალისხმევა სრულად იქნება მიმართული კონკრეტული, მნიშვნელოვანი და დიდი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისკენ კონკრეტული შედეგების მისაღწევად და განათლების ერთიანი რეფორმის გასაძლიერებლად!“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

















