logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გია ცაგარეიშვილი: პოლარიზაცია, რაც საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში შეიმჩნეოდა, ნათელი მაგალითია სიტყვის თავისუფლებისა, რომელიც ქართულ ინტერნეტ- სივრცეშია დაცული
გია ცაგარეიშვილი: პოლარიზაცია, რაც საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში შეიმჩნეოდა, ნათელი მაგალითია სიტყვის თავისუფლებისა, რომელიც ქართულ ინტერნეტ- სივრცეშია დაცული
21:09 06.11.2019
„პოლარიზაცია, რაც საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში შეიმჩნეოდა, ნათელი მაგალითია სიტყვის თავისუფლებისა, რომელიც ქართულ ინტერნეტსივრცეშია დაცული“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა და „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშს გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუ მონაცემებს გადავხედავთ, რომელიც საჯარო და ხელმისაწვდომია, ფაქტობრივად ქვეყანა ინტერნეტით სრულად დაფარულია:

„ამ ძალიან საპატივცემულო საერთაშორისო ორგანიზაციას რამდენჯერმე, წინა წლებშიც შეცდომა მოუვიდა, რომელიც სხვათა შორის ძალიან მალე აღიარა. გახსოვთ, წინა წელს ამ ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ თითქოს და პარლამენტის სხდომების პირდაპირი ტრანსლირება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეორე არხით არ მიმდინარეობდა და ეს სიცრუე აღმოჩნდა, რაც რამდენიმე დღეში მათ აღიარეს, გამოასწორეს ანგარიშში ეს მითითება. ხშირად, გაუკუღმართებულია ზოგიერთი მონაცემი, თუნდაც ასეთი მაღალკვალიფიციური კვლევითი ორგანიზაციის მიერ მოწოდებული და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამგვარ, მანიპულაციასთან და რბილად რომ ვთქვათ, არასწორ ინფორმაციაზე გვაქვს საუბარი. როცა აღნიშნულია, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები ინტერნეტში ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით და პირველ რიგში ამ ხელმისაწვდომობას ხელს უშლის ხელისუფლება, მასთან აფილირებული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი თუ პოლიტიკოსთან ნაწილი, მე ვფიქრობ ეს არასწორია. გავიხსენებ იმ პროექტს, რომელიც საქართველოში საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ დაიწყო და მსოფლიო ბანკმა საქართველოს მთავრობასთან ერთად. ეს პროექტი გაგრძელდება და განხორციელდება. ვფიქრობ, ეს იქნება საუკეთესო დასტური იმისა, თუ რა ზრახვები ამოძრავებს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას. რა თქმა უნდა წამოძახებები იქნება ყოველთვის, იმ ძალის მხრიდან და მასთან აფილირებული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან თუ სხვადასხვა მედია ჯგუფების მხრიდან, რომლებმაც საარჩევნო მიზნების გამო კბილები დააძრეს და გაღიმებული დატოვეს ნახევარი ქვეყანა, შემდეგ კი ამ პროექტს ღიმილიანი საქართველო დაარქვეს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა ანგარიშის იმ ნაწილზე, სადაც საქართველო მსოფლიო ქვეყნების ჩამონათვალში საპატიო მეათე ადგილზეა ისეთ ქვეყნებთან ერად, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები.

„ეს კვლევა ეთმობა იმის აღიარებას და იმის დადასტურებას, რომ საქართველო იკავებს საპატიო მეათე ადგილს ანუ მსოფლიო ქვეყნების ჩამონათვალში არის საპატიო მეათე ადგილზე ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები. ეს ნამდვილად მოსაწონია. თუ თქვენ მონაცემებს გადახედავთ და ეს მონაცემები არის საჯარო და ხელმისაწვდომი, ფაქტიურად ქვეყანა ინტერნეტით სრულად დაფარულია“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

პარლამეტის ყოფილი დეპუტატი 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებსაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ ამ მოვლენების ავტორებისგან და თანაავტორებისგან იმაზე საუბარი, რომ ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი, ამჟამინდელი ხელისუფლება ხელს არ უწყობს მედიის თავისუფლებას, ინტერნეტზე თავისუფალ ხელმისაწვდომობას, ცინიკურად ჟღერს.

„ხვალ 7 ნოემბერი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმძიმესი დღე, როცა ამ სტუდიაში ავაზაკები შემოიჭრნენ შეიარაღებულები და შემდეგ მოდელირებულ ქრონიკას დგამდნენ ამ სტუდიაში. აი ასეთი მოვლენების ავტორებისგან თუ თანაავტორებისგან, რომლებიც ახლა მიმობნეული არიან სხვადასხვა ე.წ. ინტერნეტ გამოცემებში, მედია საშუალებებში, პოლიტიკურ ჯგუფებში წამოძახილი იმაზე, რომ ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი, ამჟამინდელი ხელისუფლება ხელს არ უწყობს მედიის თავისუფლებას, ინტერნეტზე თავისუფალ ხელმისაწვდომობას, მე ვფიქრობ ძალიან ცინიკურად ჟღერს და თანაც ერთი მნიშვნელოვანი და თქმა არ უნდა დაავიწყდეთ ამ ხელისუფლების ოპონენტებს, რომ პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში და ზოგადად საქართველოს ისტორიაში საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს თავისუფალ ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა და ეს არის კონსტიტუციურად აღიარებული. სხვათა შორის, ის პოლარიზაცია, რაც შეიმჩნეოდა წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ეს აშფოთებს საზოგადოებას, მაგრამ ნათელი მაგალითიც არის სიტყვის თავისუფლებისა, რომელიც მათ შორის, ქართულ ინტერნეტსივრცეშია დაცული. არავინ არავის არ ბლოკავს, არავინ არავის ხმას არ ახშობს- მე რასაც ვაკვირდები და ვარ აქტიური ინტერნეტმომხმარებელი სოციალური ქსელების. არის უამრავი ადამიანი, რომელიც დღეს ხელისუფლებას აკრიტიკებს ინტერნეტსივრცეში, აკრიტიკებს მის ქმედებას, არის არა ნაკლები რაოდენობა ადამიანებისა, რომელიც ამჟამინდელი სახელისუფლებო კურსის მომხრედ გვევლინება. მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, დავაში უნდა დაიბადოს ჭეშმარიტება და თუ ეს ინტერნეტსივრცე ამ ჭეშმარიტების დაბადების კარგი საშუალება, ამაში ცუდი არაფერი არ არის“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა