logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილი თბილისის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი თბილისის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა
20:57 06.11.2019
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თბილისის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე შეაჯამეს რეგიონებში გამართული შეხვედრების შედეგები.

„ჩვენ ვიწყებთ მზადებას 2020 წლის საპარლამენტნო არჩევნებისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა - მნიშვნელოვნად ავცდეთ 50 %-იან ნიშნულს. აქედან გამომდინარე, გვჭირდება სერიოზული მომზადება და სწორედ ამაზე ვისაუბრეთ შეხვედრაზე” - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, შეხვედრაზე საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ყველა თემაზე, რაც უზრუნველყოფს კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციას ხალხთან. ერთ წელიწადზე მოკლე დროში გვაქვს არჩევნები და ამომრჩევლის წინაშე ღირსეულად უნდა წარვსდგეთ. ბოლო დროს ათასამდე შეხვედრა შედგა მოსახლეობასთან. საზოგადოების საჭიროებებს ჩვენ უშუალოდ ხალხისგან ვიგებთ.“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი - კახა კალაძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი - ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი ერეკლე ტრიპოლსკი, პარლამენტის წევრები, დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატები და პარტიის აქტივი. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალური ოფისიდან შეხვედრას ესწრებოდა ინფორმაციული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი გია ბენაშვილი.

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უკვე შეხვდა შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აქტივს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა