პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ ამერიკული ორგანიზაცია „გრინბერგ ქვისლენ როსნერის“ მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის
შედეგები საინტერესო არ არის.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კოალიციის პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა.
„არანაირ კვლევაზე არ ვაკეთებ კომენტარს და მით უმეტეს, „ნაციონალების“ დაკვეთილზე. არც შედეგები მაინტერესებს. რატომ უნდა მაინტერესებდეს „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები“-განუცხადა ფანჯიკიძემ „ნიუსპრესს“.
ამერიკული ორგანიზაცია „გრინბერგ ქვინლენ როსნერის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, იმ გამოკითხულთა ხმები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილოებას, სავარაუდოდ, მიიღებენ, ასე გადანაწილდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 55%, „ქართული ოცნება - 33%, ხოლო ქდმ-5%.
კვლევა „გრინბერგ ქვინლენ როსნერმა“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით აგვისტოს დასაწყისში, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში სულ 1500 მოქალაქე გამოიკითხა.
ორგანიზაცია საქართველოში მმართველი პარტიის დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევებს 2007 წლიდან ატარებს.

















