logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 იუსტიციის მინისტრი ამსტერდამის საოჯახო ტიპის ბავშვთა ციხის მოდელს გაეცნო
იუსტიციის მინისტრი ამსტერდამის საოჯახო ტიპის ბავშვთა ციხის მოდელს გაეცნო
11:54 06.11.2019
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, ნიდერლანდებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამსტერდამში არასრულწლოვანთა საოჯახო ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებას ესტუმრა.
ნიდერლანდური მოდელი განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოსათვის დღეს, როდესაც ციხეებში უკვე აღმოფხვრილია 2012 წლამდე არსებული პრობლემები; მიღებულია და მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; მიღწეულია პროგრესი უსაფრთხოების, ფიზიკური პირობებისა და მსჯავრდებულთა მოპყრობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და დღის წესრიგში დგას ახალი, ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურისა და სისტემების მშენებლობა.
"ჩვენი მიზანია საქართველოში №11 არასრულწლოვანთა დაწესებულების დახურვა, რადგან მასში სხვადასხვა რისკისა და განსხვავებული სამომავლო გეგმების მქონე ბავშვები ერთად იხდიან სასჯელს, რაც დაუშვებელია ბევრი მიზეზის გამო. მაგალითისთვის: მიუღებელი მგონია, ერთად იხდიდნენ სასჯელს ბავშვები, ვინც უნივერსიტეტებში სწავლისთვის ემზადება, და ბავშვები, ვისაც კრიმინალური საქმიანობის გაგრძელება სურს. მოცემული ინფრასტრუქტურის ჩასანაცვლებლად ვფიქრობთ რამდენიმე საოჯახო ტიპის პენიტენციური დაწესებულების მოწყობას დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ერთი და იმავე რისკისა და მისწრაფების მქონე ათიოდე ბავშვი განთავსდება და სასჯელს ოჯახური პირობების მსგავს გარემოში მოიხდის", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
საქართველოში ამ იდეაზე მუშაობისას გამოირკვა, რომ დაახლოებით მსგავსი რეფორმის პილოტირებას მსოფლიოში მხოლოდ ნიდერლანდები ახორციელებს უკვე მესამე წელია, ამსტერდამის ერთ-ერთ უბანში. წელს ამ დაწესებულების წარმატება დადებითად შეფასდა და გადაწყდა, რომ მსგავსი დაწესებულება ერთადერთი აღარ იქნება და ქვეყანაში სხვა იდენტური დაწესებულებებიც გაიხსნება. ამსტერდამის ოჯახური ტიპის დაწესებულება იმ პატიმარი ბავშვების მიღებას გულისხმობს (მაქსიმუმ, 8 ბავშვი), ვინც ბრალდებულია, სკოლაში დადის ან მუშაობს. ისინი სკოლაში ან სამსახურში დილით მიდიან და საქმის დასრულებისთანავე დაწესებულებაში დამოუკიდებლად ბრუნდებიან. ვინც რეჟიმს დაარღვევს, დახურული ტიპის ბავშვთა დაწესებულებაში იგზავნება და კარგავს შანსს, პატიმრობისას ოჯახურ პირობებში უფრო თავისუფლად იცხოვროს და განვითარდეს.
იუსტიციის მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა დაწესებულების სოციალურ მუშაკთან ერთად შინაგანაწესი, ბავშვების დღის გრაფიკი, თანამშრომელთა მომზადებისა და სხვა საკითხები განიხილეს და დაწესებულება დაათვალიერეს, რომელიც ორსართულიან პატარა სახლშია მოწყობილი.
ოჯახური ტიპის დაწესებულებაში ვიზიტამდე იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ამსტერდამის პრობაციის სამსახურის მუშაობას გაეცნო. იუსტიციის მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა ამსტერდამის პრობაციის სამსახურის წარმომადგენლებისაგან იმ პოლიტიკისა და მიდგომების შესახებ მოისმინეს, რომელთაც ნიდერლანდებში პრობაციის სისტემა ემყარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, თუ როგორ ხდება დაკავებისთანავე, პატიმრობისას და სასჯელის მოხდის შემდეგ ბავშვებთან პრობაციისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით მუშაობა, რა წარმატებები აქვს ამ მხრივ ნიდერლანდებს და როგორ მიიღწევა ეს შედეგები.
ვიზიტი ნიდერლანდებში ევროკავშირის მხარდაჭერის პროექტის თანადგომითა და დაფინანსებით ხორციელდება და ის 7 ნოემბერს დასრულდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა