logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ზაზა შათირიშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის ხალხური ინსტინქტის გამოხატულება
ზაზა შათირიშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის ხალხური ინსტინქტის გამოხატულება
11:00 06.11.2019

"ბიძინა ივანიშვილი არის ხალხური ინსტიქტის გამოხატულება. როგორც საუკუნეების განმავლობაში ქართველი კაცი, ვენახს რომ დაუჭრიდნენ, მაინც აგრძელებდა არსებობას და აქამდე მოაღწია, თითქოს ამ კაცში არის ეს აბსოლუტურად ხალხური, გლეხური ინსტიქტი, რითიც დღემდე ვარსებობთ" - განაცხადა ტვ "იმედის" თოქშოუში "არენა" ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ჟურნალ „Entrepreneur"-თან ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას.

მისი თქმით, ქველმოქმედება ბიზნესში არ არის ნონსენსი - ეს არის არქეტიკული ჩვენი კულტურისთვის.

ზაზა შათირიშვილი ცნობილ მწერალთან ოტია იოსელიანთან შეხვედრას და მისი წერილიდან ამონარიდს იხსენებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის 50 წლისთავთან დაკავშირებით, 2005 წელს გამოცემულ წიგნში "უზენაესი სიქველე" დაიბეჭდა.

"მახსენდება ჩემი საუბარი ჩვენთვის ყელაზე საყვარელ, ძალიან კოლორიტულ მწერალთან, აწ გარდაცვლილ ოტია იოსელიანთან. ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ. მაშინ ბატონმა ოტიამ ჩემი სტატია წაიკითხა, სადაც ვლაპარაკობდი ვეფხისტყაოსნის ცივილიზაციაზე - საქართველო არის ვეფხისტყაოცნის ცივილიზაცია და გამოყოფილი მქონდა გარკვეული ნიშნები. ძალიან მოეწონა. ბატონ ოტიასთან მქონდა ერთი-ორი ძალიან ხანგრძლივი და საინტერესო საუბარი. მაშინ მითხრა, აბსოლუტურად მართალი ხარ, ყველაფერი დგას ესეთ რაღააზე - რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულიაო და ამის გამოხატულება ბიძინა ივანიშვილიაო. ეს არის სადღაც 2005-2006 წლები. მე მაშინ ვუთხარი, ბატონო ოტია, ძალიან კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ საერთოდ არ მჯერა, ასეთი ადამიანი თუ არსებობს თქო. ფოტოც არ მქონდა ნანახი. დღეს სპეციალურად მოვძებნე. ასე ქვია - "უზენაესი სიქველე" და ეძღვნება ბიძინა ივანიშვილის 50 წლისთავს. აი, როგორ არ არსებობსო, ნახე, მე რას ვამბობო. მინდა პატარა ადგილი წაგიკითხოთ:

"რასაცა გასცემ შენია, რაც არა - დაკარგულია, კი ბრძანა რუსთაველმა, მაგრამ, უმრავლესობამ ვერც გააცნობიერა და თითო-ოროლას, ვისაც თვალი მიაწვდინა, გასაცემი არც არაფერი ჰქონდა და აგერ, მე-9 საუკუნის შემდეგ, როგორც განძი, ბიძინა ივანიშვილმა ამ სიბრძნის საქმედ ქცევა შეძლო - ასე იწყებს ბატონი ოტია.

არქეტიკული, რომ ვლაპარაკობთ, რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია, მერე გამოხდა ხანი, მოხდა ისე, რომ ბიძინა ივანიშვილი გავიცანი და პირდაპირ მითხრა - მახსოვს, რომ ყველაფერი დგას რუსთაველის ამ მაქსიმაზე და ამოსავალი რომ ეს არის, ანუ, ალტრუიზმი არის ყველაფრის თავი და თავი და მათ შორის, ბიზნესის და მოგების. რამდენიმე თერაპიული მაგალითიც მომიყვა, როგორ გადაარჩინა თავისი ერთი-ორი ბიზნესმენი ახლობელი, როდესაც ასწავლა ქველმოქმედება. არ არის შემთხვევითი წყალტუბო, არ არის შემთხვევითი ოტია იოსელიანის სახელი, ამ საუბრის გახსენება. ქველმოქმედება ბიზნესში არ არის ნონსენსი - ეს არის არქეტიკული ჩვენი კულტურისთვის" - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა