logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ღია უნდა დავტოვოთ კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვიან
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ღია უნდა დავტოვოთ კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვიან
17:47 05.11.2019
„ჩვენ ღია უნდა დავტოვოთ კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპული ნორმებითა და
ღირებულებებით ხელმძღვანელობენ და ყველაფერს აკეთებენ იმ იმედით, რომ ერთ დღესაც ევროკავშირის წევრები გახდებიან“ - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ენ ლინდემ განაცხადა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ასოცირებისა და ინტეგრაციის ინსტრუმენტები შესთავაზოს ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვიან.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმ მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებსაც აღმოსავლეთ პარტნიორობა ეფუძნება, და რომლებიც ევროკავშირსა და მის აღმოსავლელ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებელი წინაპირობაა.

კერძოდ, მან აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგი ორიენტირებული უნდა იყოს ისეთ პრიორიტეტებსა და საერთო ღირებულებებზე, როგორიცაა დემოკრატია, მართლწესრიგი, ადამიანის უფლებები და თანაბარი შესაძლებლობები.

ამასთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავრი მიზანი ადამიანებისთვის სწავლის, მუშაობისა და მოგზაურობის ახალი შესაძლებლობების შეთავაზება და, ამ გზით, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილების მოტანა უნდა იყოს.

მინისტრმა თითოეული პარტნიორის მიმართ დიფერენცირებული მიდგომის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ევროკავშირი თითოეულ ქვეყანას მის მიერ მიღწეული პროგრესის მიხედვით უნდა აფასებდეს.

„როდესაც ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობამ თითოეულ პარტნიორ ქვეყანას მოუტანა, ჩვენ გვავიწყდება იმის აღიარება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ თავად ევროკავშირშიც მოახდინა ტრანსფორმაციაც.
ევროკავშირი უკვე აღარ საუბრობს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე, არამედ მათ ევროპელ პარტნიორებს უწოდებს“ - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა