logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
რატი იონათამიშვილი: რეკომენდაციები, რომელიც დამდგარა გაეროს შშმ პირთა კომიტეტის მხრიდან, ერთგვარი სამოქმედო გეგმაა თითოეული სახელმწიფოსთვის
რატი იონათამიშვილი: რეკომენდაციები, რომელიც დამდგარა გაეროს შშმ პირთა კომიტეტის მხრიდან, ერთგვარი სამოქმედო გეგმაა თითოეული სახელმწიფოსთვის
14:25 05.11.2019
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის

კანდიდატს, ლევან ქოჩიაშვილს უსმენენ, პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი სასამართლო სისტემაში არსებული იმ მექანიზმებით დაინტერესდა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს უკავშირდება.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ცნობით, დეპუტატის კითხვები ეხებოდა გაეროს კონვენციას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ.

კერძოდ, რამდენად იცნობს და იზიარებს მოსამართლეობის კანდიდატი კონვენციის პრინციპებს და მისი მოსაზრებით რას უწყობს ხელს ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება.

‘’ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება შეზღუდული შესაძლებლობების პირებთან დაკავშირებით საინტერესო პროცესის წინაშე დაგვაყენებს, მიუხედავად იმისა, რომ მიმართვიანობის სტატისტიკა საკმაოდ დაბალია საერთაშორისო დონეზე. მაგალითად, უკრაინას უკვე მეცხრე წელია რატიფიცირებული აქვს, მაგრამ ერთი საჩივარიც არ შესულა გაეროს შესაბამის კომიტეტში. თვითონ პროცედურა არის მნიშვნელოვანი იქედან გამომდინარე, რომ ამ ყველაფრის მიღება ხდება მაქსიმალური ჩართულობის და კონსულტაციით სახელმწიფოსთან, მათ შორის, სამოქალაქო სექტორთან, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ხელისუფლებასთან და შესაბამისად, ის რეკომენდაციები ერთგვარი სამოქმედო გეგმაა თითოეული სახელმწიფოსთვის, რომელიც დამდგარა გაეროს შშმ პირთა კომიტეტის მხრიდან“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მისი კითხვები ეხებოდა პოზიტიურ დისკრიმინაციაზე ლევან ქოჩიაშვილის დამოკიდებულებას, რამდენად იცნობს კანდიდატი აშშ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს პოზიტიურ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, რომელიც მისივე შეფასებით, ძალიან საინტერესო პროცესია.

დეპუტატი ასევე დაინტერესდა, როგორ განმარტავს უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატი „შეზღუდულ შესაძლებლობებს“ და რამდენად რეალურია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები გახდნენ მოსამართლეები.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა