პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა ოზურგეთში გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას თქმით, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ბურჯალიანი იქნება.
პარტიის სახელით კენჭს ლანჩხუთში მინდია კეჭაყმაძე, ხოლო ჩოხატაურში გუბაზ მეგრელიძე იყრის.
მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის პარალელურად, დღეს პარტიის აქტივთან შეხვედრა გაიმართა. კუკავამ მათთან პარტიის პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი წინაპირობა ძირითადი ოპოზიციური ძალების გაერთიანება და კოორდინირებული მოქმედებაა.
კახა კუკავამ გამოსვლისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პარტია რეალურ ოპოზიციასთან ერთიანი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე შეთანხმებისთვის მზადაა.

















