საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა, საქართველო-გერმანიის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
პარლამენტის პრეს სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები, განსაკუთრებულად ხაზი გაესვა გერმანიის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში.
სოფიო ქაცარავამ ჰუბერტს ქნირშს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და იმ კონტრიბუციისთვის, რასაც გერმანია საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში ახორციელებს.

















