პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ასათიანი სოფელ ჩუნეშის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, ასათიანი ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო და „ახალი მემარჯვენეების“ საარჩევნო პროგრამაზე „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ ისაუბრა.
„ამ სოფელს არ აქვს წყალი და გაზი. მოუწესრიგებელია სოფლის შიდა გზები. უმუშევრობა კი ამ სოფელშიც, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, უმწვავეს პრობლემას წარმოადგენს“ - განაცხადა გიორგი ასათიანმა.
მისივე თქმით, „ახალმა მემარჯვენეებმა“ უმთავრეს პრიორიტეტად სოფელი და სოფლის აღორძინება გამოყვეს, რაც პარტიის პროგრამაში „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ დეტალურადაა გაწერილი.

















