logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
დედაქალაქის მერი OGP-სა და UNDP-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო
დედაქალაქის მერი OGP-სა და UNDP-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო
15:05 01.11.2019
დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ღია მმართველობის პარტნიორობისა“ (OGP) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ორგანიზებულ კონფერენციას - „ღია მმართველობის პრინციპების განხორციელება ადგილობრივ დონეზე“ დაესწრო.

კონფერენციაზე, რომელშიც 25 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მონაწილეობდა, ადგილობრივ თვითმმართველობაში გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებებზე იმსჯელეს.

თბილისის მერმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ორგანიზატორებს დედაქალაქში პროგრამის აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ღია მმართველობის დანერგვა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ნებისმიერი რეფორმა ამ პრიორიტეტის დაცვას ემსახურება. მისივე განცხადებით, ღია მმართველობის მიმართულებით სამოქმედო გეგმის ნაწილი თბილისის მერიის მიერ უკვე შესრულებულია და მისი იმპლემენტაცია 2020 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.

„როცა ვმუშაობთ მმართველობის ხარისხის, ღიაობის, მისი ეფექტურობისა და დემოკრატიულობის ამაღლების საკითხებზე, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ორი რამ - პირველი, რომ ჩვენი დანერგილი ნებისმიერი სიახლე, რეფორმა აუცილებლად უნდა პასუხობდეს მოსახლეობის ინტერესებს და უნდა აისახებოდეს ჩვენი ქალაქის კეთილდღეობაზე. მეორე - ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ღია მმართველობის პრინციპების რეალურ და საზოგადოებისთვის ხელშესახებ მექანიზმებად ქცევა. სწორედ ამ ორი ამოცანით ხელმძღვანელობს თბილისის მერია ჩვენს ქალაქში ღია მმართველობის დანერგვის პროცესში, რაც ვფიქრობ, ნათლად ჩანს თბილისის ღია მმართველობის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში, რომელიც შემუშავდა უშუალოდ თბილისის მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრებისა და არსებული პრობლემების განხილვა-გაანალიზების შედეგად”, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ თბილისის ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა თბილისის ადგილობრივი კონტექსტისთვის ყველაზე რელევანტური საშუალებების შექმნას უზრუნველყოფს, რომლებიც მერიასა და საზოგადოებას შორის სათანადო დიალოგის წარმართვის ხელშეწყობას, მერიის გამჭვირვალობის ამაღლებას, სერვისების გაუმჯობესებასა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას ემსახურება.

„მიხარია, რომ 2019 წლის IRM-ის, OGP-ს დამოუკიდებელი შეფასების მექანიზმის დასკვნის შესაბამისად, თბილისს აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მხრივ. მიხარია, რომ ღია მმართველობის პრაქტიკაში რეალიზების პროცესში, არა მხოლოდ თბილისის მერია არამედ, სხვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიც აქტიურად არიან ჩართული. დარწმუნებული ვარ, ამ პრინციპებით მოვახერხებთ, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველვყოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ჩვენი ქალაქების განვითარებას და წინსვლას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, UNDP-ს დახმარებით, თვითკონტროლის მიზნით, მერიამ ასევე შეიმუშავა და უახლოეს დღეებში დაამტკიცებს თვითშეფასებისა და მონიტორინგის წესს, რომელიც დღესდღეობით, OGP-ს ფარგლებში არსებულ ყველა მონიტორინგის ჩარჩოსთან შედარებით, არსებითად განვითარებულ საშუალებებს გვთავაზობს.

კონფერენცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, გაერო-ს განვითარების პროგრამისა და დანიის მთავრობის ხელშეწყობით გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე, UNDP-ის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი სახოკიამ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა მიმართეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა