logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მერვე სესია თბილისში გაიმართება
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მერვე სესია თბილისში გაიმართება
12:56 31.10.2019
თამარ ხულორდავამ კიევში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ახალი თანაპრეზიდენტები ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი და უკრაინის რადას დეპუტატი ივან კრულკო ჰყავს.

ბიუროს სხდომაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განხორციელებულ რეფორმებზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს.

„რაც შეეხება საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მიღება, რომელმაც საფუძვლიანად შეცვალა პარლამენტის საქმიანობა, ახლებურად მოაწესრიგა საპარლამენტო ზედამხედველობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - გაიზარდა საზოგადოების ჩართულობა საპარლამენტო საქმიანობაში. მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებებზე აქტიური მუშაობა, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმასთან არის დაკავშირებული. ასევე, მნიშვნელოვანი სიახლე არის სასამართლო ხელისუფლებაში, სადაც განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები და მიმდინარეობს სასამართლო ხელისუფლების რეფორმა საზოგადოების მონაწილეობით,“ - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

ბიუროს წევრებმა ასამბლეის საქმიანობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს, განიხილეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომის მოსამზადებელი სამუშაოები.

თამარ ხულორდავას ინიციატივით, ბიუროს სხდომაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვებზე იმსჯელეს.

„აღინიშნება აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილე, რომელთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა მოამზადა რეზოლუცია. აუცილებლად მიმაჩნია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ იმუშაოს და მიიღოს ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს და მნიშვნელოვანია, რომ ეს მიღებული იქნას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, რომელიც 2020 წლის მაისში გაიმართება“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

ბიუროს სხდომაზე განისაზღვრა მერვე პლენარული სხდომის დღის წესრიგი, რომელსაც 8-10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს, ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები მოიწვიეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა