logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი ოპოზიციას - აკეთეთ საქმეები და სისულელეები ნაკლებად
გიორგი ვოლსკი ოპოზიციას - აკეთეთ საქმეები და სისულელეები ნაკლებად
17:38 29.10.2019
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლას და განაცხადა, რომ "მოდის არჩევნები და რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, კიდევ უფრო მეტი იქნება სიმწარე მათ გამოსვლებში, კიდევ უფრო მეტი იქნება ზოგიერთ შემთხვევაში დემაგოგია".

"ჩვენ გვიმტკიცებენ, რომ თურმე ჩვენ გრადარებიდანაც გამქრალი ვართ და, საერთოდ, ჩვენ არა ვართ მოხსენიებული რუსეთთან ურთიერთობის თემაში. მსოფლიო დონის დაპირისპირება მიმდინარეობს-თქო ძალიან ბევრჯერ მითქვამს და მართლაც მიმდინარეობს - ომია, ზოგან ცხელ ფაზაში, ზოგან ეკონომიკური ომის ყველა ნიშანია, და აქა ვართ გადარჩენილები და მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს. დანარჩენი დემოკრატიული მსოფლიოს მხრიდან რუსეთის მიმართ ყალიბდება ძალიან აგრესიული დამოკიდებულება. ეს არის რეალობა", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


მისივე თქმით, როგორც ოპოზიცია ითხოვს, უკრაინის თემასთან დაკავშირებით წინადადებაში მაინც და მაინც საქართველოს შემოტანას, ეს კი ერთმნიშვნელოვნად ემსახურება მხოლოდ იმას, რომ "გაგიშვან ბრძოლის წინა ხაზზე, ეკონომიკური ბრძოლის წინა ხაზზე, კონკრეტული შეიარაღების გარეშე და აქეთ დაგარტყან, როგორც ადრე დაგარტყეს".


გიორგი ვოლსკის განცხადებით, სხვა რა შეიძლება იყოს თუ არა დემაგოგია, როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას ბრალს სდებს, რომ თითქოს იგი აცხადებდეს 2008 წელს საქართველომ მოახდინა აგრესიაო. "არა ბატონებო და ქალბატონებო, ამას თქვენ ამბობთ, ხელი მოაწერეთ დოკუმენტს, რომლისთვის ხელი არ უნდა მოეწერა თქვენს დელეგაციას", - მიმართა გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციას.


მისივე თქმით, ბიძინა ივანაშვილს აბასთუმნის აშენებაზე ოპოზიციამ ბოლოს და ბოლოს რომ ვერ მოუძებნა ვერაფერი სათქმელად, ტელესკოპი უნდაო ისიც კი თქვეს მათზე ჩამოკიდებულმა "ვიღაც პოლიტიკურად აქტიურმა ადამიანებმა".


"არაფერი არ არსებობს ამ ქვეყანაზე თურმე, არც ინფრასტრუქტურული პროექტები არ ხორციელდება, როდესაც მთელი მსოფლიო აღიარებს და ხედავს. არაფერი არ ხორციელდება თურმე, არც საწარმოები იხსნება, არც ფერმერები არ არსებობენ, რომლებიც დაფინანსებული არიან სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროგრამებით, 2 ათასი ჰექტარზეა გაშენებული ბაღები, სულ რაღაც 5-6 კილომეტრში საოკუპაციო ხაზთან. ამხელა საპენსიო რეფორმა მოხდა და ესო რა არისო, სტუდენტებს ფულს პარავთ და მილიონერებს აძლევთ, პენსია რომ ჰქონდეთო. ამას რომ იტყვიან, იქ უნდა დაამთავრო ლაპარაკი საერთოდ, აკეთო შენი საქმე და დაელოდო არჩევნებს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა