logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დამსაქმებელთა ასოციაციას შენიშვნები არ აქვს
შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დამსაქმებელთა ასოციაციას შენიშვნები არ აქვს
17:44 28.10.2019
შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები კანონპროექტის ინიციატორებმა, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, უკვე მეორე საჯარო შეხვედრაზე განიხილეს. დღევანდელი დისკუსიის მთავარი თემები შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა, ქალთა უფლებების გაძლიერება და დეკრეტული შვებულების ახლებური რეგულირება იყო. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა მიიღეს დამსაქმებელთა ასოციაციის, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის, კერძო და არასამთვრობო სექტორის, ასევე, ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.


"დღევანდელ შეხვედრაზე დისკრიმინაციისა და დეკრეტული შვებულების საკითხებს განვიხილავთ. ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების სტანდარტების გათანაბრება კერძო და საჯარო სექტორში მნიშვნელოვანია როგორც გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, ასევე დემოგრაფიული და მამების ჩართულობის თვალსაზრისითაც. ცხადია, ზოგიერთი კომპანია ახალისებს ამ პროცესს და ანაზღაურებს დეკრეტულ შვებულებას, თუმცა, ვფიქრობთ, პროცესში სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს. ბიზნესი, ამ შემთხვევაში, უფრო მოქნილი იქნება და თავისუფლად დაასაქმებს ქალებსაც, კაცებსაც, რადგან დეკრეტული შვებულების ანაზღაურება კომპანიისთვის ტვირთი აღარ იქნება," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.


დღეს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვთ დამსაქმებელთა ასოციაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.


"დღევანდელი შეხვედრა იქნება ყველაზე ადვილი, რადგან განვიხილავთ იმ ნაწილს, რომელზეც ყველანი ვთანხმდებით. აუცილებელია დისკრიმინაციასთან დაკავშირებით მეტი სიცხადე და, რა თქმა უნდა, დისკრიმინაციის საფუძველზე არ შეიძლება თანამშრომლის გათავისუფლება. მეორე მნიშვნელოვანი და დადებითი ცვლილებაა დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებული შემოთავაზებები. ეს ცვლილება შესაძლებელს გახდის, რომ დასაქმებულს ანაზღაურების 80%-ი სახელმწიფომ გადაუხადოს, დამსაქმებელმა კი, თავის მხრივ, დანარჩენი 20%-ი დააბალანსოს. შედეგად, მშობელს აქვს განცდა, რომ არ ეკარგება შემოსავალი. კიდევ ერთი დადებითი ცვლილება, რომელსაც პირადადაც მივესალმები, ეს არის მამის დეკრეტული შვებულების ინსტიტუტის შემოტანა," - აღნიშნავს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაია.


კანონპროექტის ინიციატორები საჯარო შეხვედრებს მხარეთა ფართო მონაწილეობის, დასაქმებულებისა და დამსაქმებლების აქტიური ჩართულობისა და მათი პოზიციების მაქსიმალური დაახლოების მიზნით მართავენ. მათი განცხადებით, აუცილებელია, მიღებული იქნას კომპრომისული, პროგრესზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები.



შეგახსენებთ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს. კანონპროექტის მომზადებასა და მისი საჯარო განხილვების ორგანიზებაში ჩართულები არიან საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIძ), შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA). საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია არსებული შრომის კოდექსის გაუმჯობესება და დახვეწა.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა