logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 არჩილ თალაკვაძე შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე შვეიცარიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
13:31 28.10.2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარეს, მარინა კარობიო გუშეტის შეხვდა.


სპიკერებმა ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა შეაფასეს. არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა შვეიცარიის კონფედერაციის როლს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების მედიაციის პროცესში. შეხვედრაზე საუბარი საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო, საარჩევნო, სასამართლო და განათლების, ასევე, საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების რეფორმასა და ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი მიმართულებით მიღწეულ პროგრესს შეეხო.


მხარეებმა ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო და პრაგმატულ პოლიტიკაზე გაამახვილეს. მარინა კარობიო გუშეტიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.



შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტისა და შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელსაც შვეიცარია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და ინსტიტუციური გარდაქმნის მიმდინარეობისას უწევს.


"საქართველო უფრო და უფრო ხშირად არის ის ქვეყანა, სადაც შვეიცარიის მოქალაქეები ოჯახებთან ერთად დასასვენებლად ჩამოდიან და შვეიცარიელი ბიზნესმენები ინვესტიციებს ახორციელებენ. ეს მიუთითებს, რომ მიმართ ნდობა იზრდება, ჩვენს ქვეყნებსა და მოქალაქეებს შორის დღეს მეტი ურთიერთობაა. მადლობას ვუხდი ქალბატონ გუშეტის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მადლობას ვუხდი შვეიცარიას იმ მისიისთვის, რომელსაც ასრულებს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის მოსაგვარებლად. როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას, ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ დიპლომატიის გამოყენებით, მშვიდობიანი განვითარების გზით, იმ პირობებში, როდესაც საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას, ეკონომიკას და იღებს კიდევ უფრო ძლიერ მხარდაჭერას თავისი პარტნიორების მხრიდან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აუცილებლად მოხდება ",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები შვეიცარიის მიერ დაფინანსებულ ეკონომიკურ პროექტებს გაეცნობიან. გარდა ამისა, გაიხსნება შვეიცარიის კონფედერაციის ახალი შენობა, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ახალი ნაბიჯი, ხოლო პარტნიორული კავშირების გაღრმავებისთვის დამატებითი სტიმული იქნება. თავის მხრივ, მარინა კარობიო გუშეტიმ შვეიცარიის კონფედერაციის სახელით, საქართველოს მხარდაჭერა დაუდასტურა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა