logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდებს: ეს ქვეყანა თქვენია, თქვენ ხართ მისი მომავალი
პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდებს: ეს ქვეყანა თქვენია, თქვენ ხართ მისი მომავალი
17:00 26.10.2019
დღეს ქვეყანაში ბევრი საინტერესო რამ ხდება, მაგრამ არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, თუ მასში თქვენი ჩართულობის ხარისხი დაბალი იქნება, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ახალგაზრდებს, რომლებსაც დღეს მიურატების რეზიდენციაში შეხვდა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების ხმა ისმოდეს და როდესაც მთავრობა გეგმავს სხვადასხვა რეფორმას, პროგრამას, ბიუჯეტს თუ რეგიონის განვითარებას, მომავალ თაობას სიტყვა უნდა ეთქმოდეს.

“დარწმუნებული ვარ, ამის რესურსიც გაქვთ, ინტელექტიც, შესაძლებლობაც და სურვილიც. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს დღეს ქვეყანაში, მოგწონთ ეს თუ არა, ეს ყველაფერი თქვენია, ამ ქვეყნის მომავალი ხართ თქვენ. ეს არ არის ლამაზი სიტყვები, ეს ობიექტური რეალობაა და ამის გათვალისწინებით, ყველასთვის უკეთესია, თქვენ ამ პროცესებში უკვე დღესვე შეძლებისდაგვარად იყოთ ჩართული. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ის, რაც ერთად უნდა გავაკეთოთ, რადგან თანამედროვე სამყარო იმდენად გლობალიზებულია, არსებობს თავისუფალი არჩევანი, საქართველოს მოქალაქე იყო თუ სამყაროს მოქალაქე, რამდენად დიდი ბმა უნდა გქონდეს იმ ადგილთან,სადაც დაიბადე და გაიზარდე, სად არის ბალანსი ინოვაციებსა და ტრადიციებს შორის. ჩვენ პატარა ერი ვართ და მომავლისკენ მიმართული თითოეული ნაბიჯი ერთმნიშვნელოვნად უნდა ეფუძნებოდეს ჩვენს წარსულს. სხვანაირად არსებობს რისკი, რომ უბრალოდ იდენტობა დავკარგოთ, რადიკალურად შევიცვალოთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ისტორიული მეხსიერების მნიშვნელობას ქვეყნის შემდგომი განვითარების პროცესში და ახალგაზრდებს მოუწოდა, გულწრფელად ისაუბრონ, როგორ წარმოუდგენიათ საქართველოს ხვალინდელი დღე.



“არაფერს აქვს ფასი, თუ ხვალ, ზეგ, როდესაც თქვენ სრულფასოვნად აიღებთ ამ ქვეყანაზე პასუხისმგებლობას, ეს განგრძობადობა და მეხსიერება დაკარგული იქნება. სამწუხაროდ, ამ ქვეყანას ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოუწია, რომ ეს წყვეტა იყო რადიკალური, რამაც ბევრი რამ შეცვალა. არ არსებობს დახურული თემები და შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაფერზე, რაც თქვენ გაღელვებთ. გულწრფელად მაინტერესებს რას ფიქრობთ, სად ხედავთ ამ ქვეყანას, სად ხედავთ თქვენს როლს და თქვენს თავს 5-10 წლის შემდეგ, რა პასუხისმგებლობის აღება შეგიძლიათ თქვენს თავზე დღეს და ხვალ, როგორ ფიქრობთ, რა უნდა გავაკეთოთ დღეს იმისთვის, რომ 10 წლის შემდეგ თქვენ სრულფასოვნად შეგეძლოთ, პასუხისმგებლობა აიღოთ ქვეყანაზე, მის განვითარებასა და ხვალინდელ დღეზე”, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა