logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია - სახელმწიფო თავის თავს მასწავლებლით, ექიმით, კეთილსინდისიერი სამართალდამცველით გამოხატავს
გიორგი გახარია - სახელმწიფო თავის თავს მასწავლებლით, ექიმით, კეთილსინდისიერი სამართალდამცველით გამოხატავს
13:45 26.10.2019
სახელმწიფო გამოხატავს თავის თავს მასწავლებლით, ექიმით, კეთილსინდისიერი სამართალდამცველით, იმისთვის, რომ თავისი პოზიტიური სოციალური ფუნქცია შეასრულოს მომავალი თაობების და პენსიონრების წინაშე; ამ პრინციპზეა აგებული თავიდან ბოლომდე მომავალი წლის ბიუჯეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში, რეგიონის პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხდა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შემთხვევითი არ არის, ასეთ შეხვედრების დაწყება პედაგოგებისგან, ვინაიდან მთავრობას სრულად აქვს გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია ის საქმე, რომელსაც ისინი აკეთებენ.
"გვესმის, რომ ჩვენი მომავალი თაობის ფორმირებაში თქვენ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებთ. სახელმწიფოსაც პირდაპირი ვალდებულება აქვს, თქვენი ყოველდღიური საქმიანობა იყოს უფრო ეფექტური და შედეგის მომტანი, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ბოლო პერიოდი, ბიუჯეტის ფორმირებიდან დაწყებული, რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრინციპია, რომელზეც მომავალი წელიც იქნება დამყარებული. ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს იმ მსხვილ სოციალურ ჯგუფებზე, რომლებიც ქმნიან სახელმწიფოს როგორც ასეთს. პირველ რიგში ეს არის მასწავლებლები, ექიმები და სამართალდამცველები. ეს არ არის შემთხვევითი პრინციპი. მისი საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც უნდა იზრუნონ მომავალ თაობებზე და ჩვენს ღვაწლმოსილ პენსიონრებზე. ამ პრინციპიდან გამომდინარე, მასწავლებლებს წელსაც და მომავალ წელსაც გაეზრდებათ ხელფასი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის ზღვაში წვეთი, თუმცა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს, თუმცა ისიც უნდა დავინახოთ, რომ პროგრესი უნდა იყოს ყოველწლიურად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა დარგში არსებულ გამოწვევებზე და პედაგოგებს პრობლემებზე ღიად და გულწრფელად საუბრისკენ მოუწოდა.
"ჩვენი საუბრის მთავარი მონახაზი უნდა იყოს იმის გათვალისწინება, რამხელა მნიშვნელობის საქმეს აკეთებთ თქვენ და რა რეფორმები ხორციელდება განათლების სისტემაში. ეს არ არის საუბარი საუბრისთვის, თქვენ პირდაპირ მეუბნებით, რა არის პრობლემა და როგორ იქნებოდა უკეთესი, ამაზე რეაგირება კი ჩემი საქმეა. ისევე,როგორც ჩემგანაც აბსოლუტურად ღია და გულწრფელი პასუხი იქნება, რისი გაკეთებაა შესაძლებელი დღეს და რისი გაკეთება იქნება დღეს ცოტა რთული და უნდა დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. სამწუხაროდ, ეკონომიკურად საკმაოდ დიდი გამოწვევები გვაქვს, სამწუხაროდ, ჯერ მდიდარ ქვეყანაში ვერ ვცხოვრობთ. ამას დასჭირდება ერთობლივი შრომის წლები. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ სად შრომობს, ვინ მინისტრია, ან პრემიერ-მინისტრი და ვინ მასწავლებელი. ვინ უფრო მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ჯერ კიდევ არავინ იცის. ამას დრო განსჯის წლების შემდგომ",- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა