logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებში მოცემულ რამდენიმე ძირითად საკითხზე  შეთანხმება მიღწეულია
არჩილ თალაკვაძე: ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებში მოცემულ რამდენიმე ძირითად საკითხზე შეთანხმება მიღწეულია
22:45 25.10.2019
პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო დღე შეაჯამა.

„ჩვენ ვიმსჯელეთ კიდევ ოთხ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეუთოს რეკომენდაციებში არის მოცემული და ძირითად საკითხებზე მივაღწიეთ შეთანხმებებს“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო დღის ბოლოს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეთანხმება დაფინანსების ახალი მოდელისა და სარეკლამო დროის განაწილების გარდა კიდევ ოთხ საკითხზე შედგა.

პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ საუბარია მეორე ტურთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე, სიძულვილის ენაზე, მისი დარეგულირების წესზე და საარჩევნო კამპანიების და პარტიების დაფინანსების წყაროების მონიტორინგზე. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეთავაზებულ ვერსიას ეთანხმებან საერთაშორისო ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოება.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკითხი, რაზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ეხება საარჩევნო ადინისტრაციის დაკომპლექტების წესს. მისივე თქმით, არსებობს ორი გარემოება, რომელთა გათვალისწინებითაც მმართველი ძალის მიერ შეთავაზებულია კომპრომისული ვარიანტი.

„ჩვენ, მეტწილად დავაკმაყოფილეთ ეუთოს რეკომენდაცია, რომ უნდა გაუმჯობესდეს ბალანსი ოპოზიციას და მმართველ პარტიას შორის და გავუზარდეთ წარმომადგენობა ოპოზიციას, რათა ამ გზით, მივაღწიოთ საარჩევნო ადმინისტრაციის უფრო მეტ დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებთ ისე, რომ ოპოზიციას გადავცეთ მართვაში საარჩევნო ადმინისტრაცია და იმასაც ვერ დავტოვებთ, რომ მმართველ პარტიას ჰქონდეს დომინანტური გავლენა საარჩევნო ადმინისტრაციაში. არის კომპრომისული ვარიანტი შეთავაზებული, რაზეც ექსპერტებმა თქვეს, რომ ეს ეუთოს მიერ გაცემულ რეკომენდაციას დიდწილად აკმაყოფილებს“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებზე მსჯელობას ხვალ გააგრძელებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა