logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ მაქსიმალურად ავსახოთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციები საარჩევნო კანონმდებლობაში
არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ მაქსიმალურად ავსახოთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციები საარჩევნო კანონმდებლობაში
17:59 25.10.2019
„პარლამენტი მუშაობს ეუთოს რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებისთვის. ჩვენ მოვამზადეთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები, რომელიც პრაქტიკულად, სრულად ითვალისწინებს ეუთოს რეკომენდაციებს და ჩვენი გაცხადებული პოლიტიკური პოზიცია არის, მაქსიმალურად ავსახოთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციები იმ საკანონმდებლო ცვლილებებში, რომელიც უნდა განხორციელდეს“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გახსნისას განაცხადა.

მმართველი გუნდის სურვილი და მზადყოფნა - უზრუნველყოფილი იყოს სამუშაო პროცესში პოლიტიკური სპექტრის ჩართულობა, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პროცესი კონსტრუქციულად, სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობს. მისივე თქმით, შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ ცვლილებების განხორციელება სამოქალაქო საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან მაქსიმალური შეთანხმებით მოხდეს.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ იმ ცვლილებებს, რომელიც საარჩევნო კოდექსში და პარტიების შესახებ კანონში, ეუთო-ოდირის რეკომენდაციების მიხედვით უნდა შევიდეს. იმსჯელებენ პარტიების დაფინანსების სისტემის შეცვლის, მედიაზე წვდომის და საეთერო დროის განაწილების, საარჩევნო კამპანიის ჩატარების წესებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, გასვლით შეხვედრას მართავს.

ორი დღის განმავლობაში, ჯგუფის წევრები 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ იმსჯელებენ და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს, ასევე, მონაწილე სუბიექტების მიერ წარდგენილ წინადადებებს განიხილავენ.

პოზიციების შეჯერების შემდეგ, მომზადდება საკანონმდებლო პაკეტი და მოხდება მისი ინიცირება პარლამენტში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა