პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ სამეგრელოს საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
როგორც „ნიუსპრესს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, ზუგდიდში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ ჭითანავა იქნება.
პარტიის ლიდერებმა სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატად ლარისა აგაბალაევა, ხოლო აბაშის - ბადრი კუპრეიშვილი დაასახელეს.
„თავისუფალი საქართველოს“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვეფხია ცომაია, ჩხოროწყუს კი, ნუგზარ ძერია იქნება.
წალენჯიხაში „თავისუფალი საქართველოს“ სახელით ფრიდონ ჭურღულია იყრის კენჭს.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ მაჟორიტარების წარდგენისას საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელისუფლების დასამარცხებლად ერთადერთი გზა ოპოზიციის გაერთიანებაა.
კუკავამ აქვე, აღნიშნა, რომ „თავისუფალმა საქართველომ“ ერთიანობისკენ ნაბიჯი უკვე გადადგა და დედაქალაქში, მთაწმინდის ოლქში საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაზა პაპუაშვილის მხარდასაჭერად თავისი კანდიდატურა არ დაასახელა.

















