logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე: ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან წარმოადგენს ნატოს მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის ძლიერ პოლიტიკურ გზავნილს
სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე: ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან წარმოადგენს ნატოს მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის ძლიერ პოლიტიკურ გზავნილს
15:25 25.10.2019
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შემოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც არის საფლაგმანო ხომალდი - ITS VESUVIO (იტალია) და ხომალდი TCG AMASRA (თურქეთი). ბათუმის ნავსადგურში სტუმრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ. ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს კაპიტანი ალესანდრო ფალკონე ხელმძღვანელობს.

"ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან წარმოადგენს ნატოს მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის ძლიერ პოლიტიკურ გზავნილს. გარდა ამისა, ვიზიტს აქვს უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა, რადგან ხდება ურთიერთთავსებადობის გაძლიერება ნატოს საზღვაო შენაერთებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ელემენტებს შორის.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთობლივი წვრთნები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომელიც მოიცავს ერთობლივ მანევრებს და წყალქვეშა უსაფრთხოების კომპონენტებს. ასევე, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს აბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფები. ეს სწორედ ის ჯგუფებია, რომლებიც დეკლარირებულია ნატოს საზღვაო ოპერაციაში - "ზღვის მცველი" - განაცხადა თემურ კეკელიძემ.

დახვედრის ცერემონიაში საქართველოში პოლონეთის საელჩოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

"საქართველო ნატოს ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში. ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ვიზიტი ალიანსსა და საქართველოს შორის ძლიერი და მზარდი პარტნიორობის დასტურია." - განაცხადა კაპიტანმა ალესანდრო ფალკონემ.

ვიზიტის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი ემზარ აბრამიშვილი ხომალდის მეთაურს, კაპიტან ალესანდრო ფალკონეს სანაპირო დაცვის ბაზაზე შეხვდება. პარალელურად, საკოორდინაციო შეხვედრები გაიმართება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ეკიპაჟსა და საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრებზე მხარეები 28-30 ოქტომბერს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი საზღვაო წვრთნების დეტალებზე შეთანხმდებიან.

"ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ვიზიტი საქართველოში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან არსებული წარმატებული საზღვაო თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის მორიგ დადასტურებას"-აცხადებენ სასაზღვრო პოლიციაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა