„ლეიბორისტიულ პარტიას“ მიაჩნია, რომ ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხომა საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების
უზენაესი საბჭოს წარმომადგენლებმა უნდა გახსნან.
ამის შესახებ დღეს პარტიის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გურამ პეტრიაშვილმა განაცხადა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს ამ ინიციატივის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„მოვუწოდებთ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს, მხარი დაუჭირონ „ლეიბორისტული პარტიის“ შეთავაზებას“ – აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.
მისი შეფასებით, სხვა შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია ვერ მოხდება.

















