logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილს ვერ პატიობენ ვერც პოლიტიკურ გამჭრიახობას, ვერც ბოროტების დამარცხებას, ვერც თავმდაბლობას, ვერც პატრიოტიზმს
გიორგი ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილს ვერ პატიობენ ვერც პოლიტიკურ გამჭრიახობას, ვერც ბოროტების დამარცხებას, ვერც თავმდაბლობას, ვერც პატრიოტიზმს
18:58 24.10.2019
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გიორგი ვოლსკი ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას ეხმაურება და მის ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის“ (#PovosDaFloresta) ელჩად არჩევას მიესალმება.

„მესამე დღეა ვკითხულობთ კომენტარებს ბერას მიერ ამაზონის ტყეების გადასარჩენად საერთაშორისო ფონდში გაკეთებული შენატანის შესახებ. პოზიტიურთან ერთად იმდენი ხეპრული შეფასებაც იყო, რომ ნამდვილად ბევრია პატარა საქართველოსათვის. იგივე პატარა ქვეყნისათვის კი მნიშვნელოვანია მისი წარმომადგენლის არჩევა ამ, მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემასთან მებრძოლი ორგანიზაციის ერთ-ერთ ელჩად. ვულოცავ ბერას! სხვა რომ არაფერი, გაწეულ ხარჯს ესეც ამართლებს, მითუმეტეს რომ ხარჯიც პირადია. თვალსაჩინოა პოზიტიური ტენდენციები, მსოფლიო მასშტაბის საომარი თუ ეკონომიკური დაპირისპირების პირობებში შენარჩუნებული სტაბილურობა, ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე, მაღალი რეიტინგები... "ქართული ოცნების" ლიდერს ამაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, საკმაოდ დიდი იმისათვის, რომ მისი ოჯახის წევრის ჩართულობა საერთაშორისო პროექტში პოლიტსექტანტების საღლიცინო არ გახდეს“,- წერს გიორგი ვოლსკი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

გიორგი ვოლსკის შეფასებით, კრიტიკოსთა ლოგიკით, რომლებიც ქვეყანაში პრობლემების არსებობას იყენებენ არგუმენტად, არც საერთო საკაცობრიო საფრთხეებთან ბრძოლაში უნდა ჩავებათ, არც საერთაშორისო ფორუმები თუ მსოფლიო ჩემპიონატები უნდა ჩატარდეს და ქვეყანა უნდა იყოს ასე, ოკუპანტების თუ ჩვენს გარშემო მიმდინარე სახიფათო პროცესების შემყურე.

„დავუბრუნდეთ ისევ ქველმოქმედებას. რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოში ინვესტირება აქვს გაკეთებული, მისი შორეული შვილიშვილებიც ვერ ამოიღებენ მატერიალურ სარგებელს. აი ეგ უკვირთ სწორედ და საზოგადოებაც უნდათ რომ გააკვირვონ. ვეჭვობ, რომ ზოგი შესაძლოა მართლაც დააჯერეს თითქოს გაპარტახებული აბასთუმანის აღდგენა ან ობსერვატორიის ტელესკოპი საკუთარი გართობისათვის სჭირდება, არც უწყიან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მსოფლიო ეკოლოგიისათვის საქართველოში მის მიერ აღდგენილი თუ გაშენებული ტყე-პარკები, არა იმ მასშტაბით როგორც ამაზონის მასივი, მაგრამ ესოდენ საჭირო საერთო ეკოლოგიური სისტემისათვის. ათასობით პირად დახმარებებს რომ თავი დავანებოთ, ნუთუ გაუგებარია რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მრავალი, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტისათვის გაწეული ხარჯი, ასეულ მილიონობით ლარს ზოგავს ბიუჯეტისათვის. განა ეს არ აძლევს სახელმწიფოს საშუალებას, რომ სუსტი ეკონომიკის პირობებში, ამდენი ბენეფიციარი შეინახოს და უმკურნალოს, საზღვარგარეთ ასწავლოს და სხვა. როდის, რომელი სიტყვით ან მოქმედებით დაუყვედრებია სამშობლოსათვის ან ხარჯი ან ერთგულება?! ან მისი გუნდის რომელი წევრისგან გაგიგონიათ სკამზე შემდგარი სადღეგრძელოები და აღფრთოვანებული შეძახილები, რაც სულ ახლახანს ახასიათებდა პილიტიკურ სინამდვილეს? ისიც უთქვამთ, ხომ არ სჯობდა სკოლების, თეატრების თუ ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების რეაბილიტაციას და ამაში სახელმწიფოსათვის შეღავათის კეთებას პირდაპირ სოციალური ხარჯებზე გაეკეთებინა ორიენტაცია და სამ მილიარდ დოლარზე მეტი სწორედ ამ სფეროში დაეხარჯაო. იქნებ სჯობდა კიდეც, ყოველ შემთხვევაში ვერცერთი სულელი ვერ გაბედავდა იმის თქმას, რომ ხალხისთვის არაფერი უკეთებიაო. არადა სულ ახლახანს ათასობით სასოწარკვეთილს საბანკო უღელი ჩამოხსნა“,- წერს გიორგი ვოლსკი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა