logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი: მხარდამჭერმა აქტმა საქართველო და ამერიკა გადაიყვანა ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში
ირაკლი ჩიქოვანი: მხარდამჭერმა აქტმა საქართველო და ამერიკა გადაიყვანა ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში
22:48 23.10.2019
საქართველოს მხარდამჭერმა აქტმა საქართველო და ამერიკა გადაიყვანა ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში, რამაც მოგვცა საშუალება, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერაზე ვისაუბროთ და განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები ქართველი და ამერიკელი ხალხის სასარგებლოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნული დოკუმენტი ცხადყოფს და საფუძველს უდებს კიდევ უფრო ახლო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის.

„საქართველოს შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთი მხარდამჭერი განცხადება გაკეთებულა, არაერთი დოკუმენტი მიღებულა, მაგრამ ამჯერად განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ეს აქტი ინდივიდუალურად საქართველოს თემებს ეთმობა და მხოლოდ საქართველოზეა საუბარი. ეს ხაზს უსვამს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური სპექტრისათვის საქართველოსთან ურთიერთობები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აღნიშნულ დოკუმენტს წინ უძღოდა პარტნიორებთან ძალიან მნიშვნელოვანი და სიღრმისეული მუშაობა.

„ჩვენ თვეების განმავლობაში ვმუშაობდით ამ აქტთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან. ეს არის ის თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკური მოქმედებები, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს საქართველოს ინტერესების დასაცავად.

რა თქმა უნდა, მისასალმებელია და კარგია, როდესაც ამ შრომას და მონდომებას აქვს ასეთი მნიშვნელოვანი შედეგი, როგორიც არის მხარდამჭერი აქტი და რომელსაც მხარს უჭერს, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტია.

მაშინ, როდესაც ძალიან მკაფიო პარტიული ხაზები არსებობს ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში ამერიკის კონგრესში, საქართველო არის თემა, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს სრული კონსენსუსი და რომელთან მიმართებაშიც ყველა აღიარებს, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი, მოკავშირე და რომელთან ერთადაც მათ უნდა დაგეგმონ მომავალი წლების განმავლობაში უფრო მჭიდრო თანამშრომლობა“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა