logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ადამ კინზინგერი: საქართველო არის აშშ-ის მტკიცე მოკავშირე და მისი ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოებისა და ამერიკის ინტერესებისთვის
ადამ კინზინგერი: საქართველო არის აშშ-ის მტკიცე მოკავშირე და მისი ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოებისა და ამერიკის ინტერესებისთვის
22:00 23.10.2019
„საქართველო არის აშშ-ის მტკიცე მოკავშირე, და მისი ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვას არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპის უსაფრთხოებისა და ამერიკის ინტერესებისთვის“ - განაცხადა კონგრესმენმა ილინოისის შტატიდან ადამ კინზინგერმა აშშ წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცებისას.

მისი თქმით, 10 წელზე მეტია, რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას.

„2008 წელს რუსული ოკუპაციიდან მოყოლებული საქართველო იძულებულია, იბრძოლოს არსებობისთვის პუტინის უხეში აგრესიის წინააღმდეგ. უკვე 10-ზე მეტი წლის განმავლობაში რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას. პუტინმა განათავსა სამხედრო ბაზები, აღმართა სასაზღვრო ღობეები მოქალაქეთა ფერმების ტერიტორიაზე და შეზღუდა მიმოსვლა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საქართველოს [დანარჩენ ტერიტორიას] შორის. ოკუპაციის შედეგად, ათასობით ეთნიკურად ქართველი იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად. ისინი, ვინც უარი თქვა წასვლაზე, დღეს დგანან ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების წინაშე. გარდა ამისა, რუსეთი განაგრძობს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, ცდილობს რა მოსახლეობაში შეიტანოს უთანხმოება და ქაოსი“ - განაცხადა კონგრესმენმა.

მისი თქმით, კანონპროექტში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული აშშ-ის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების მხარდაჭერა.

„ამ დოკუმენტით ასევე განსაზღვრულია უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთვის დახმარების გაძლიერება - კიბერუსაფრთხოების განმტკიცების, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების და რუსული პროპაგანდისტული კამპანიების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კანონპროექტით განსაზღვრულია პრეზიდენტის უფლებამოსილება, გაატაროს სანქციები ხსენებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. ამ კანონპროექტის მიღება წარმოადგენს შესაძლებლობას, მხარი დავუჭიროთ მოკავშირეს და ავღანეთში აშშ-ის მისიის ფარგლებში ერთ-ერთ უმსხვილეს წვლილის შემტანს, რომელიც ათწლეულზე მეტია, რაც წინააღმდეგობას უწევს პუტინის აგრესიულ ქმედებებს. უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს ძლიერ გზავნილს პრეზიდენტ პუტინის მისამართით - კარგად დაფიქრდეს, სანამ კიდევ ერთხელ დაუდგება წინ საქართველოს“ - განაცხადა კონგრესმანმა კინზინგერმა და კოლეგებს კანონპროექტის მხარდაჭერსკენ მოუწოდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა