"აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის განხილვა
ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა", – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ თემის კომენტირებისას განაცხადა.
"წარმომადგენელთა პალატა რამდენიმე საათში განიხილავს საქართველოს მხარდამჭერ აქტს, თუმცა ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი დროსაც თუ გადავხედავთ და შევხედავთ თუ როგორი პოლიტიკური დღის წესრიგი როგორი დატვირთული არის ამერიკის შეერთებულ შტატების, თუნდაც სირიის საკითხებით და ამ ყველაფრის ფონზე, წარმომადგენელთა პალატა განიხილავს საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, იმას, რომ რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორი არის საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, შინაარს რაც შეეხება, ჩვენთვის ყველა პრიორიტეტული საკითხი არის მოცული, ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის რაც არის თავდაცვა და უსაფრთხოებაა, ამ მიმართულებითაც შესაბამისს უწყებებს მოუწოდებენ ხუთ წლიანი სტრატეგია შემუსავდეს საქართველოსთან მიმართებაში, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ სავაჭრო წარმომადგენლებს მოუწოდებენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისკენ, ეს ორი საკითხიმე გამოვყავი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის არის უსაფრთხოება, ეკონომიკა, სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარება და გაძლიერება ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა დოკუმენტი ფარავს ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, სანქციების შეთავაზებას ზოგადად მხარდაჭერას ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართებაში, დემოკრატიული რეფორმების განვითარებას და ა.შ ამ ორ თავდაცვისა და უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ნაწილში განსაკუთრებული ხაზგასმა არის, რომ კონკრეტული წინადადებებით მიმართავენ შესაბამის უწყებებს" - განაცხადა სოფო ქაცარავამ.

















