საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინათინ ხადაშელი
დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიბარეს.
ხიდაშელი აუდიტის სამსახურში 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი აუდიტის სამსახურში ადვოკატთან ერთად მივა.
ამ დროისთვის უცნობია რა მიზეზით არის ხიდაშელი დაბარებული.
პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გუშინ კოალიცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ნოდარ ხადურიც იმყოფებოდა. ხადურმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ახსნა-განმარტება მის მიერ განხორციელებულ შემოწირულობასთან დაკავშირებით მისცა.

















