logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გია გაჩეჩილაძე: ვიმედოვნებ, 2020 წლის არჩევნების შენდეგ არცერთი "ნაციონალი"  და არც მათი განშტოებები პარლამენტში აღარ მოხვდება
გია გაჩეჩილაძე: ვიმედოვნებ, 2020 წლის არჩევნების შენდეგ არცერთი "ნაციონალი" და არც მათი განშტოებები პარლამენტში აღარ მოხვდება
20:13 17.10.2019
„ვცხოვრობთ პოლიტიკურ აბსურდში. ყველაფერი არის თავდაყირა. პოლიტიკური ორგანიზაცია, თუ ამას პოლიტიკური ორგანიზაცია ქვია, ნაცები და მისი დანამატები, გაოცებული და განრისხებულები გამოდიან, რომ თურმე ბორდერიზაცია ხდება საქართველოში, რომელიც თვითონ მოაწყვეს 2008 წლის შემდეგ და 2007 წელს თვითონ მოუნიშნეს საზღვრები“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარემ, გია გაჩეჩილაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს თერთმეტი წლის შემდეგ გაახსენდათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხი. გია გაჩეჩილაძის თქმითვე, სწორედ წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად გაძლიერდა რუსეთი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.

„გამოდიან და იძახიან, რომ სანქციებს რატომ არ უერთდებითო. თერთმეტი წლის თავზე გაახსენდათ, რომ თურმე სანქციები არის საჭირო რუსეთის წინააღმდეგ.

პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარედ ვაშაძე დანიშნეს და პიარ-სამსახური კრემლთან დაახლოებული პირებით დააკომპლექტეს და ისე იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში. გული მწყდება, როდესაც მახსენდება 2002 წელი, როდესაც ყველაფერი მომზადებული იყო ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საქართველოში, სამხედრო ბაზები გადიოდა 1999 წლის სტამბულის შეთანხმების საფუძველზე, როდესაც ერგნეთის ბაზრობის ცივილიზებულ ფორმად გადაკეთების ევროკავშირის გეგმა და დაფინანსება არსებობდა, 2004 წელს შევარდნენ ცხინვალში და სრულიად აღდგენილი ურთიერთობები ჩაშალეს, რომ 2008 წლამდე მისულიყვნენ. მთელ რეგიონში გააძლიერეს რუსეთი. სამხედრო ბაზებს, რომელიც ფაქტიურად გასული იყო, რეანიმაცია გაუკეთეს და სამხედრო ბაზების ნაცვლად რუსეთმა რაკეტული სისტემები დააყენა და რეგიონს ემუქრება. ეს არის მაგათი გაკეთებული საქმე“,-განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა