logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რომან კაკულია: NDI-ის კვლევებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა არასოდეს არ იქნებოდა ამსახველი იმის, რაც არის მთავარი რეალობა
რომან კაკულია: NDI-ის კვლევებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა არასოდეს არ იქნებოდა ამსახველი იმის, რაც არის მთავარი რეალობა
19:36 17.10.2019
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს უსმენენ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ საგარეო პოლიტიკის პრაგმატულობაზე ისაუბრა.

„მე როდესაც 2016 წელს „ქართლ ოცნებას“ შევუერთდი ძირითადში მქონდა ორი მთავარი მიზანი და მათ შორის, ერთ-ერთი იყო ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს პრაგმატიზმი საგარეო პოლიტიკაში. აქ გადის ჩემი წითელი, მწვანე თუ ნებისმიერი ზღვარი, ამიტომ შევეცდები ძალიან მკაფიოდ ვთქვა თუ რა არის ჩემი პოზიცია. ბატონო დავით, თქვენ მოსაზრებებს ვისმენდი, ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეთ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ თქვენ მთავარ თემებზე არ საუბრობთ. როდესაც პოლიტიკის პრაგმატულობაზე ვსაუბრობთ ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მაგალითად NDI-ის კვლევებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა არასოდეს არ იქნებოდა ამსახველი იმის, რაც არის მთავარი რეალობა. თუნდაც იმიტომ, რომ მათ არასდროს არ დაუსვამთ მთავარი შეკითხვა თუნდაც ნატოსთან მიმართებაში. რა შეკითხვაა საერთოდ - ემხრობით თუ არა ნატოში გაწევრიანების იდეას? მთავარი შეკითხვა, რომელსაც სამწუხაროდ არავინ არ სვამდა არის - აცნობიერებთ თუ არა თქვენ გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებს და ხართ თუ არა მზად უპასუხოთ და მიიღოთ ეს გამოწვევები“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

რომან კაკულიამ თავისივე დასმულ კითხვაზე სამი სხვადასხვა პასუხი წარმოადგინა და განსხვავებული მიდგომები განიხილა. მანვე უსაფრთხოები მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და ყურადღება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე გაამახვილა.

„შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეც მაქვს შეკითხვები და თავად ამერიკელებთანაც მაქვს შეკითხვები - ბოლოსდაბოლოს შავ ზღვაში ან იყავით ბატონებო ან ნუ იქნებით. იმიტომ, რომ საქართველოს წინაშე ნუ დააყენებთ ისე საკითხს, რომ მერე ჩვენ გაგვიხდეს სამკითხაო როგორ უნდა ვიმოძრაოთ, ვიღაცა ადამიანების თავებში რა იდეები წარმოიქმნება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ევროპული არჩევანი მართლა რეალურად ვაქციოთ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა